მიმდინარეობს გვერდის განახლება!

მიხეილ გოგოლიძემ კახეთის რეგიონში არსებული ნარჩენების განთავსების ობიექტები დაათვალიერა

მიხეილ გოგოლიძემ კახეთის რეგიონში არსებული ნარჩენების განთავსების ობიექტები დაათვალიერა

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი მიხეილ გოგოლიძე კახეთის რეგიონში მდებარე ნარჩენების განთავსების ობიექტებზე არსებულ მდგომარეობას ადგილებზე გაეცნო.

მიხეილ გოგოლიძე საგარეჯოს, თელავის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალური ნაგავსაყრელებზე და ყვარელში მდებარე გადამტვირთავ სადგურზე იმყოფებოდა.

ნაგავსაყრელზე ოპერირება ხორციელდება დადგენილი წესით. ტერიტორია სრულად შემოღობილია, კონტროლდება და ყოველდღიურად იფარება საიზოლაციო მასალით.

აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში აღნიშნულ მუნიციპალურ ნაგავსაყრელებს სამუშაო რესურსი ეწურებათ. შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ აქტიურ სამუშაოებს აწარმოებს, რათა დროულად მოხდეს ახალი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტის მოწყობა, რის შედეგადაც, არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ეტაპობრივად, დაიხურება.

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია”, 2013 წლიდან, 54 მუნიციპალურ ნაგავსაყრელს მართავს. კომპანია არსებულ მუნიციპალურ ნაგავსაყრელების ევროპული სტანდარტების რეგიონული ნარჩენების ობიექტების ჩანაცვლების მიმართულებით მუშაობს.

2025-11-17T12:48:32+00:00