მარნეულში მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

მარნეულში მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

მარნეულში მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ადგილზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაოების მიმდინარეობა დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი კობერიძემ, შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ თოფჩიშვილმა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
წლების განმავლობაში, მარნეულის მუნიციპალური ნაგავსაყრელი სტანდარტებთან შეუსაბამოდ ფუნქციონირებდა და ადგილობრივ მოსახლეობას მძიმე ეკოლოგიურ და სანიტარიულ პრობლემებს უქმნიდა. მას შემდეგ, რაც ნაგავსაყრელი მართვაში „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას გადაეცა“, შემუშავდა პოლიგონის კეთილმოწყობის პროექტი და დაიწყო აქტიური სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები. მათ დასრულების შემდეგ, მარნეულის ნაგავსაყრელი ადამიანებისა და გარემოსთვის უსაფრთხო იქნება.
 მოქმედ ნაგავსაყრელზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა და მარნეულის გამგებელმა მოინახულეს ტერიტორია, სადაც 2015-2018 წლებში მარნეულის ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სანიტარიული ნაგავსაყრელი აშენდება.
2014-10-19T18:07:46+00:00