JICA-ს მხარდაჭერით, ნაგავსაყრელებზე წყლის პარამეტრების კონტროლი გამარტივდება

JICA-ს მხარდაჭერით, ნაგავსაყრელებზე წყლის პარამეტრების კონტროლი გამარტივდება

11/11/2020 – საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. „მინი საგრანტო პროექტების“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე JICA-მ კომპანიას DR3900 სპექტროფოტომეტრი გადასცა.

ამ მოწყობილობის დახმარებით კომპანიას არსებულ და დახურულ ნაგავსაყრელებზე წყლის ნიმუშებში გარემოსდაცვითი პარამეტრების კონტროლის განხორციელება კიდევ უფრო გაუდვილდება.

აღნიშნული წარმოადგენს კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს გარემოს დაცვის საკითხების გაუმჯობესების მიმართულებით.

2020-11-11T17:57:09+00:00