Uncategorized @ka

რუსთავის ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა

2016-12-14T08:10:58+00:00

14-12-2016 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მატკავამ, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან გიორგი შუხოშვილთან, ქვემო ქართლის გუბერნატორთან, პაატა ხიზანაშვილთან და რუსთავის მერთან, დავით ჯიქიასთან ერთად რუსთავის განახლებული ნაგავსაყრელი დაათვალიერა. რუსთავის ნაგავსაყრელზე ძველი უჯრედის დახურვისა და ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი უჯრედის მოწყობის სამუშაოები ახლახანს დასრულდა. რუსთავის ძველ ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, [...]

ჩვენ განვაახლეთ ჩვენი საიტი!

2016-12-05T08:00:44+00:00

ძვირფასო პარტნიორებო და თანამშრომლებო. გასული 4 წლის განმავლობაში, 2012 წლიდან , როდესაც ჩვენი კომპანია დაარსდა, ჩვენი მუშაობით ბევრს მივაღწიეთ. 53 ნაგავსაყრელიდან, რომელიც ჩვენს მფლობელობაშია, კეთილმოეწყო 28 ნაგავსაყრელი, სტანდარტების შესაბამისად დაიხურა 14 და მოეწყო 2 გადამტვირთი სადგური. კომპანია აქტიურად აგრძელებს ნაგავსაყრელების კეთილმოწყობისა და სტანდარტების შესაბამისად დახურვის სამუშაოებს. აღნიშნული პროექტები მომდევნო წელს დასრულდება. გასული წლიდან მოყოლებული, კომპანიის [...]

სემინარი მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავების შესახებ

2016-11-30T08:17:13+00:00

18-11-2016  წყალტუბოში, “ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პორექტის“ ფარგლებში   მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავების შესახებ ორდღიანი სემინარი გაიმართა. სემინარი ორგანიზებული იყო „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ ფარგლებში და განხორციელდა PEM Gmbh-ის, Intecus-სა და Gamma-ს მიერ, საქართველოს მყარი   ნარჩენების   მართვის   კომპანიასთან   და   საქართველოს   გარემოსა   და   ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით.   ნარჩენების მართვის კოდექსის მიღებასთან [...]

გურჯაანში ძველი ნაგავსაყრელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაიხურება

2016-10-03T11:32:53+00:00

18-06-2016 გურჯაანში ძველი ნაგავსაყრელის დახურვის მიმდინარე სამუშაოები  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილესთან, დიმიტრი კალატოზიშტვილთან და  კომპანიის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. USAID- ის მიერ დაფინანსებული პროექტის – “ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“-  ფაგლებში შემუშავდა გურჯაანის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის დახურვის გეგმა. აღნიშნული გეგმის მიზანი  ნაგავსაყრელზე გარემოსდაცვითი [...]

რუსთავის ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

2016-10-03T11:30:20+00:00

27-05-2016 რუსთავში ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე არსებული ვითარება საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა დაათვალიერა. რუსთავის ნაგავსაყრელი საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას მართვაში 2015 წელს გადმოეცა. იმ დროისთვის, ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ნაგავსაყრელზე ქალაქ რუსთავიდან და გარდაბნიდან ყოველთვიურად დაახლოებით 2 957 ტონა ნარჩენი შედის. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს [...]

ქართული დელეგაცია გერმანიაში

2016-10-03T11:21:19+00:00

31-05-2016 - საქართველო მყარი ნარჩენების მართვის სფეროში გერმანულ გამოცდილებას გაიზიარებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი და ქუთაისის მერი, შოთა მურღულია, კომპანიისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, გერმანიის ქალაქ მიუნხენში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები ნარჩენების მართვის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სავაჭრო გამოფენას [...]

„სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“

2016-10-03T11:31:59+00:00

28/04/2016- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ აქცია „სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“ წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში  ქუთაისში, ნიკეას ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიროტიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა. დასუფთავების ღონისძიებაში „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი გიორგი შუხოშვილი და ქუთაისის მერის მოადგილე  ნოდარ მიქიაშვილი თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ. აქციას, ასევე, „ქუთაისის სპეციალური სერვისების“ თანამშრომლები, ნიკეას ქუჩის მოსახლეობა და [...]