ქართული დელეგაცია გერმანიაში

ქართული დელეგაცია გერმანიაში

31-05-2016 – საქართველო მყარი ნარჩენების მართვის სფეროში გერმანულ გამოცდილებას გაიზიარებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი და ქუთაისის მერი, შოთა მურღულია, კომპანიისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, გერმანიის ქალაქ მიუნხენში იმყოფებიან.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები ნარჩენების მართვის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სავაჭრო გამოფენას (IFAT) დაესწრნენ.
ვიზიტი ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. ქართული დელეგაციის წევრების მიუნხენში, რეციკლირებისა და ნარჩენების მართვის გერმანული საექსპორტო ქსელის (German RETech Partnership) წარმომადგენლებს შეხვდნენ. RETech – ის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს ნარჩენების მართვის სფეროში არსებული მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარეს.
გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ქართული მხარე ბიო გამოშრობის უმაღლესი დონის ტექნოლოგიასაც გაეცნო, რომლის მეშვეობითაც მყარი მუნიციპალური ნარჩენი შესაძლებელია მშრალ, თითქმის უსუნო მასად და მყარ საწვავადაც გარდაიქმნას.

2016-10-03T11:21:19+00:00