ძვირფასო პარტნიორებო და თანამშრომლებო. გასული 4 წლის განმავლობაში, 2012 წლიდან , როდესაც ჩვენი კომპანია დაარსდა, ჩვენი მუშაობით ბევრს მივაღწიეთ. 53 ნაგავსაყრელიდან, რომელიც ჩვენს მფლობელობაშია, კეთილმოეწყო 28 ნაგავსაყრელი, სტანდარტების შესაბამისად დაიხურა 14 და მოეწყო 2 გადამტვირთი სადგური. კომპანია აქტიურად აგრძელებს ნაგავსაყრელების კეთილმოწყობისა და სტანდარტების შესაბამისად დახურვის სამუშაოებს. აღნიშნული პროექტები მომდევნო წელს დასრულდება.
გასული წლიდან მოყოლებული, კომპანიის მეორე მთავარი ამოცანა – ევროსტანდარტების შესაბამისი, ახალი, რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელების მშენებლობა გახდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავხედეთ ჩვენს საკომუნიკაციო მიღწევებს და გთავაზობთ განახლებულ ვებ-გვერდს, რადგან უკეთ გაეცნოთ ინფორმაციას კომპანიის საქმიანობების, მიღწევებისა და მომავალში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.
ჩვენი მთავარი მიზანია განვავითაროთ მყარი ნარჩენების მართვის სისტემა საქართველოში. განახლებული ვებ-გვერდის საშუალებით თქვენ შეძლებთ გაიგოთ, თუ რა გეგმით ვაპირებთ სისტემის გაუმჯობესებას, ვისთვის ვაკეთებთ ამას და ვინ არიან ჩვენი პარტნიორები იმისათვის, რომ შევქმნათ მყარი ნარჩენების მართვის ახალი და ეფექტური სისტემა საქართველოში.