“ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის” პროექტი
“ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის” (ISWMK) პროექტი იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებში მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესებას. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია რეგიონში ნარჩენების მართვის ახალ სისტემას დანერგავს, არსებული ნაგავსაყრელების დახურვით, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელის მოწყობითა და ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობით საქართველოსა და საერთაშორისო სტანდარტების (ევროპული) შესაბამისად.
პროექტი – “ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემა”
პროექტი შემუშავდა და ხორციელდება გერმანია-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.
- პროექტის შედეგები: ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობა, გადამტვირთი სადგურების სისტემის შექმნა, ქუთაისის ნიკეას ძველი ნაგავსაყრელის დახურვა და მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის დანერგვა ყველა ჩართული მხარის ჩართულობით (სმნმკ, მუნიციპალიტეტები, მოქალაქეები, დაინტერესებული მხარეები).
- პროექტის განხორციელების პერიოდი: 2015-2019
- სამიზნე რეგიონები: ახალი ნაგავსაყრელი მოემსახურება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს
- პროექტის ბენეფიციარები: საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, 16 მუნიციპალიტეტი,
- საერთო ინვესტიცია : 26 მილიონი ევრო
მშენებლობა და მართვა
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია არის პროექტის განმახორციელებელი ერთეული. ნაგავსაყრელის აშენება დაიგეგმა და ხორციელდება შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“სახელით. შესაბამისად, პროექტის დასრულების შემდგომ ნაგავსაყრელის მართვა მოხდება სმნმკ-ს მიერ. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიგონი საქართველოს მასშტაბით პირველი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელი იქნება . პროექტის ფარგლებში, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას აქვს შემდეგი ამოცანები და პასუხისმგებლობები:
- საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად ნაგავსაყრელის დიზაინის შემუშავება, სამშენებლო და კომპანიის საერთო საქმიანობის ზედამხედველობა.
- ხელშეკრულების გაფორმება სამშენებლო კომპანიებთან
- სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა
- მშენებარე ობიექტის საბოლოო დადასტურება და მიღება
- პოლიგონის მფლობელი და მმართველი
დამხმარე ღონისძიებების კონსულტანტი (დღკ)
მოცემული კომპონენტი ხორციელდება გერმანული საკონსულტაციო კომპანია PEM კონსალტის მიერ, INTECUS GmbH (გერმანია) და GAMMA (საქართველო) სთან თანამშრომლობით. PEM კონსალტი ასრულებს საკონსულტაციო მომსახურებას და ატარებს ტრეინინგებს, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ორგანიზაციული და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით. მისი მთავარი ამოცანაა მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას მხარი დაუჭიროს და კონსულტაცია გაუწიოს შემდეგ საკითხებში:
- ორგანიზაციული მართვა
- ფინანსური მართვა
- ტექნიკური კომპეტენცია
- საზოგადოებასთან ურთიერთობა, კომუნიკაცია და საჯარო ცნობიერების ამაღლება
ფინანსური მხარდაჭერა
გერმანია-საქართველოს თანამშრომლობა, KfW
გერმანია-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის გამოყოფს სესხს 20 მილიონი ევროს ოდენობით.
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის კონტრიბუცია პროექტში, რომლის საერთო ბიუჯეტი 26 მილიონი ევროა, შეადგენს 4 მილიონ ევროს.
ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების ფონდი
პროექტის განხორციელების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის, ევროკავშირი გამოყოფს 2 მილიონი ევროს გრანტს, სამეზობლო ინვესტირების ფონდის მეშვეობით.