გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) პროცედურები
2017 წლის 1 ივნისს მიღებული გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის საფუძველზე, გაუქმდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ძველი სისტემა. ნაცვლად ნებართვისა, მიიღება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სავალდებულო პროცედურების საფუძველზე. ეს პროცედურა შედგება სამი ძირითადი ეტაპისგან:
- სკოპინგის ანგარიშის მომზადება და წარდგენა. სკოპინგს მოიცავს გარემოზე ზემოქმედების შეფასება. სკოპინგი: გზშ-გარემოზე ზემოქმედების შეფასებისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალის განსაზღვრა, რომელიც შესრულებულია სკოპინგ ანგარიშში და სკოპინგის დასკვნა. სკოპინგის ანგარიშის საფუძველზე სამინისტრო გასცემს სკოპინგის დასკვნას;
- პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადება გზშ: შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით, გარემოზე შესაძლო ზემოქმედების გამოვლენისა და შესწავლის პროცედურა იმ დაგეგნილი საქმიანობისთვის, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე
- შეფასების შედეგების მიმოხილვა, რომლის საფუძველზეც მიიღება ექსპერტიზის დასკვნა და გაიცემა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება
საზოგადოების ჩართულობა – სკოპინგის ანგარიშის შემადგენელი ნაწილი
დაინტერესებულ მხარეთა და მოსახლეობის ჩართულობის ახალი მიდგომა (“ინფორმირება – მოწვევა – ჩართვა”) მოიცავს საზოგადოების მოსაზრების გაგებას სოციალურ, ისტორიულ, კულტურულ და სოციო-ეკონომიკურ საკითხებზე. ზემოაღნიშნული საკითხები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ტექნიკური, ლოჯისტიკური და გარემო ფაქტორები ადგილმდებარეობის შერჩევის პროცესში.
საზოგადოებისგან ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება განხილვების დროს (ფოკუსჯგუფების შეხვედრები) და საჯარო შეხვედრებზე. ასევე, დისკუსია იქნება ადგილობრივი თემების საჭიროებების ინდენტიფიცირებისა და შეფასებისთვის, რაც უფრო დეტალურად განიხილება ადგილმდებარეობის შერჩევის კომიტეტის (SAC) ფორმატში, აღნიშნული კომიტეტი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის ახალი მიდგომა სკოპინგის ანგარიშის მომზადების შემადგენელი ნაწილია.
საჯარო შეხვედრების ანგარიშებს და ადგილმდებარეობის შერჩევის კომიტეტის (SAC) დასაბუთებას საბოლოო ადგილმდებარეობის შერჩევის თაობაზე, სკოპინგის ანგარიშში ცალკე თავი დაეთმობა.
გრაფიკი გვაჩვენებს, თუ როგორ ინტეგრირდება ახალი მიდგომა პროცედურაში, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსშია გაწერილი.
რა არის სკოპინგი?
საქართველოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, სკოპინგი არის პირველი ეტაპი, რამდენიმე ნაბიჯიდან რომელიც უნდა განხორციელდეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების (შესაძლებელი ხდება საქმიანობის განხორციელება) მიღების მიზნით, რომლის შემდეგაც შესაძლებელია ახალი ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის ნებართვის მიღება. სკოპინგ პროცესის პირველი ნაბიჯი არის სკოპინგ ანგარიშის შედგენა. სკოპინგ ანგარიშში განხილულია შემდეგი საკითხები:
- გარემოსდაცვითი და სოციალური სამართლებრივი ჩარჩოების და სტანდარტების განსაზღვრა, რომლებიც პროექტმა უნდა დაიცვას;
- პროექტის ალტერნატივების გამოვლენა, რომელის უნდა შეფასდეს გზშ-ს ეტაპზე;
- საპროექტო ტერიტორიის გარემოსდაცვითი და სოციალური ფონური მდგომარეობისა და გზშ-ს პროცესში მოსაპოვებელი ინფორმაციის დადგენა;
- პროექტის მომზადების საწყის ეტაპზე საპროექტო ტერიტორიაზე სავარაუდოდ არსებული იმ მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების გამოსავლენად, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პროექტის განხორციელებას;
- პროექტის იმ შესაძლო ზემოქმედებებისა და შემარბილებელი ღონისძიებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა, რომლებიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს პროექტის მომზადების პროცესში, უარყოფითი ზემოქმედებების თავიდან აცილების, შემცირების ან კომპენსირების, ასევე, დადებითი ზემოქმედებების გაძლიერების მიზნით;
- ზემოქმედების შეფასების მეთოდოლოგიების შექმნა და გზშ-ს სამუშაო ფარგლების დადგენა;
სკოპინგის ანგარიშის მნიშვნელოვანი მიზანია, უზრუნველყოს საჯარო განხილვების ადრეული შესაძლებლობა და დაინტერესებული მხარეების ჩართვა, რათა მათი მოსაზრებები გათვალისწინებულ იქნეს დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებამდე/პროექტში.
რა არის ფოკუსჯგუფების შეხვედრები?
საჯარო განხილვის ორგანიზებამდე, ახალი რეგიონული ობიექტისთვის სავარაუდო ადგილმდებარეობებთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეებთან ჩატარდება ფოკუს ჯგუფების შეხვედრები. თითოეული ფოკუსჯგუფი შედგება სოფლის 8-10 ადგილობრივი წარმომადგენლისგან:
- საინიციატივო ჯგუფები/კოოპერატივები
- მოქალაქეები/სახოგადოებრივი აზრის შემქმნელები/უხუცესები
- ფერმერები შესადლო ადგილმდებარეობასთან ახლოს
- ბიზნეს სექტორი/კერძო სექტორი/სათბურების მფლობელები
- ახალგაზრდები
- სკოლის მასწავლებლები/საგანმანათლებლო სფეროს პროფესორები
შესაძლებლობის შემთხვევაში, ცალკე შეხვედრები ჩატარდება კაცებისა და ქალების ჯგუფებთან. შეხვედრის დროს, რუკაზე დეტალურად იქნება დატანილი ინფორმაცია, რომელსაც მონაწილეები კომპანიის წარმომადგენლებს მიაწვდიან. ეს საშუალებას მოგვცემს მივიღოთ დეტალური სპეციფიკური ინფორმაცია ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე (წყალი, სანიტარია, ელექტროენერგია, საწვავი, კომუნიკაციები, სამკურნალო და საგანმანათლებლო ობიექტები თუ მომსახურება, მაღაზიები, ბიზნესი და კომერციული ადგილები), მიწის მოხმარებაზე (მიწათმოქმედება, საძოვარი, ტყე, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიები, კულტურული დანიშნულების მქონე ადგილები და სხვა), ბუნებრივ რესურსებსა და სოციალურად თუ კულტურულად, ღირსშესანიშნავ ადგილებზე (ისტორიული, ტრადიციული, რელიგიური მნიშვნელობის და სხვა).
აღნიშნული რუკა, საშუალებას მოგვცემს, დისკუსიების დროს, გვქონდეს მეტი ინფორმაცია ადგილობრივი თემების საჭიროებესა და პრიორიტეტებზე.