იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი-ჭვემო სვანეთი

ქუთაისი _ ადგილმდებარეობის შერჩევა – დაინტერესებული მხარეების ჩართულობა 2021-07-21T21:45:13+00:00

ადგილმდებარეობის შერჩევა – დაინტერესებული მხარეების ჩართულობა

რეგიონის დაინტერესებული მხარეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის, განათლების სისტემისა და მოქალაქეების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა, ახალი მიდგომის მთავარი ელემენტია.  ახალი მიდგომა (ინფორმირება – მოწვევა -ჩართულობა) გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის თანმდევი ნაწილია.

რეგიონული სამუშაო ჯგუფის შექმნა, საჯარო შეხვედრების ორგანიზება და ადგილმდებარეობის შერჩევის კომიტეტის ფორმირება, ახალი რეგიონული ობიექტისთვის ადგილმდებარეობის შერჩევის პროცესში, სკოპინგის ანგარიშის მომზადების შემადგენელი ნაწილია. საჯარო შეხვედრების ანგარიშებსა და ადგილმდებარეობის შერჩევის კომიტეტის მიერ, ახალი ობიექტისთვის საბოლოო ადგილმდებარეობის შერჩევის დასაბუთებას, სკოპინგის ანგარიშში ცალკე თავი დაეთმობა.

ნარჩენების მართვის რეგიონული სამუშაო ჯგუფი (RWG)

ამოცანები:
რეგიონული სამუშაო ჯგუფი იმუშავებს ნარჩენების მართვის ყველა რეგიონულ საკითხზე, არამხოლოდ ნარჩენების განთავსებაზე არამედ სეპარირებულ შეგროვებაზე, რეციკლირებაზე, კომპოსტირებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
წევრები:
• რეგიონული მთავრობა
• მუნიციპალიტეტები
• კერძო სექტორი/ ბიზნეს ასოციაციები
• რეგიონული და ეროვნული მასშტაბის არასამთავრობო ორგანიზაციები
• განათლების სექტორი
• საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია
• პროექტის გუნდის წარმომადგენლები.

ადგილმდებარეობის შერჩევის კომიტეტი (SAC)

ამოცანები:
მხედველობაში მიიღოს მოქალაქეებისა და დაინტერესებული მხარეების ყველანაირი მოსაზრებები და მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, ორი პოტენციური ადგილმდებარეობის პრიორიტეტულობის განსაზღვრა და საბოლოო ლოკაციასთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემა.
წევრები:
SAC წარმოადგენს RWG-ის ქვეკომიტეტს და წევრების სახით, დამატებით აერთიანებს ორი ალტერნატიული ლოკაციის მახლობლად განლაგებული თემების/დასახლებების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს.

მონიტორინგის კომიტეტი (MC)

ამოცანები:
მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის საქმიანობის მონიტორინგი და კონტროლი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.
წევრები:
კომიტეტი შეიქმნება ადგილმდებარეობის შერჩევის კომიტეტის ბაზაზე, მათ შორის საბოლოო ლოკაციის მახლობლად განლაგებული თემების წარმომადგენლების მონაწილეობით.

ამოცანები და მოვალეობები