ქუთაისში დასუფთავების აქციები გრძელდება
waste_gov_en 2017-04-07T09:29:04+00:007/04/2017 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ აგრძელებს კამპანიას „სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“. კამპანიის ფარგლებში ქუთაისში ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციები გრძელდება. ქუთაისის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებით ხელი შეეწყობა რეგიონში ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. აქციის მონაწილეებმა ქუთაისში, ნიკეას ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. [...]