ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა
waste_gov_en 2024-02-01T10:28:55+00:0013/10/2022 – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი 1100-ლიტრიანი 1104 კონტეინერი და ქუჩის 568 ურნა გადასცა. ასევე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ზუგდიდის, წალენჯიხის, მარტვილისა და სენაკის მუნიციპალიტეტებისთვის 4 ერთეული 20 მ3-ის მოცულობის ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური მანქანების გადაცემა. ახალი აღჭურვილობა საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორ, გიორგი [...]