გორის მუნიციპალიტეტში საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ფოკუს ჯგუფებთან შეხვედრები გამართა
waste_gov_en 2023-10-26T08:41:08+00:00საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლებმა, კონსულთანტებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში ფოკუს ჯგუფებთან შეხვედრები გამართეს. შეხვედრები პროექტ “ცენტრალური საქართველოს მყარი ნარჩენები: ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის” ფარგლებში ჩატარდა; აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების 2 ობიექტისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელის მოწყობას. გორის მუნიციპალიტეტში, ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის ასაშენებელი ტერიტორიის [...]