პროექტის სტატუსი
პროექტის განხორციელების პროცესი
- ტენდერი სამშენებლო კომპანიის შესარჩევად. 30 ივნისს გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი სამშენებლო კომპანიის შესარჩევად.
- სამშენებლო ნებართვის აღების პროცედურები. 2023 წლის თებერვალში დაიწყო სამშენებლო ნებართვის აღების პროცედურები.
- გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება. 2023 წლის თებერვალში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროს სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენის განთავსების ობიექტის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გამოსცა.
- გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ). 2022 წლის მარტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის სამინისტროში კომპანიამ შეიტანა საერთაშრისო საკონსულტაციო კომპანიის მიერ მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.
- საჯარო შეხვედრები გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ძირითადი მიგნებები. 2021 წლის დეკემბერში კომპანიის წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრები ახალი ობიექტის ადგილმდებარეობის მიმდებარედ მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობასთან, გააცნეს გზშ-ის ძირითადი მიგნებები და მოსახლეობას ასევე, დაეგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებები საინფორმაციო ბროშურის ბმულით.
- საჯარო შეხვედრები. 2021 წლის თებერვალში დაიწყო დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის პროცესი, გარემოსდაცვითი და დსოციალური კვლევები, გზშ-ს პროცესის მიგნებების (შედეგების) გაცნობისა და მოსახლეობის მხრიდან კომენტარების მიღების მიზნით;
- გეოტექნიკური კვლევა. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით გათვალისწინებული კვლევების ფარგლებში, ჩატარდა გეოტექნიკური სამუშაოები დეტალური მონაცემების შესაგროვებლად;
- დეტალური დიზაინი. დაწყებულია ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის დეტალური დიზაინის (პროექტის) მომზადება;
- გარემოზე ზემოქმედების შეფასება. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესი (გზშ) დაწყებულია. დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება სკოპინგის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციები და კომენტარები;
- სკოპინგის დასკვნა. 2020 წლის 23 ივლისს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებულ იქნა სკოპინგის დასკვნა;
- შეხვედრები მოსახლეობასთან. ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოსაწყობად გათვალისწინებული ტერიტორიის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას დაურიგდა საინფორმაციო ფლაერები. მათ სკოპინგის ანგარიშისა და პროექტის მიმდინარეობის დეტალები სკოპინგის საჯარო განხილვების ფარგლებში განემარტათ.
- სკოპინგის ანგარიში. 2020 წლის ივნისის დასაწყისში სკოპინგის ანგარიში ოფიციალურად წარედგინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს;