დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა
გაცნობებთ რომ, ზუგდიდის ახალი რეგიონული (ევროსტანდარტების შესაბამისი) არასახაფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია იწყებს გარემოსდაცვით და სოციალურ კვლევებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. აღნიშნული კვლევები მიზნად ისახავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცემული სკოპინგის დასკვნის გათვალისწინებით, სრულყოფილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებას (გზშ-ის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიყევით ბმულს), რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სტანდარტებსა და მსოფლოში არსებულ საუკეთესო პრაქტიკა/გამოცდილებასთან.
გარემოზე ზემოქმედების ზუსტი შეფასებისთვის და პროცესში დაინტერესებულ მხარეთა მაქსიმალურად ჩასართავად, ჩატარდება შემდეგი კვლევები:
- ზედაპირული წყლის ხარისხის და დინების გაზომვა;
- მიწისქვეშა წყლების ნიმუშების აღება და ანალიზი;
- ნიადაგის ნიმუშების აღება და ანალიზი, როგორც თავად ნარჩენების განთავსების ობიექტის ტერიტორიიდან, ასევე მომიჯნავე მიწებიდან;
- ხმაურის დონის გაზომვა;
- საპროექტი ტერიტორიის მომიჯნავე მიწის მესაკუთრეთა და მიწის მოსარგებლეების, სოციალურ-ეკონომიკური კვლევები (ჩატარდება ინტერვიუები);
ეწვიეთ ქვემოთ მოყვანილ ბმულებს, რათა გაეცნოთ დამატებით ინფორმაციას ზოგადად პროექტისა და გადამტვირთავი სადგურების შესახებ. ასევე, გაიგეთ მეტი საჩივრების მექანიზმისა და კომენტარების მოწოდების წესზე.