პროექტის მოკლე აღწერა
პროექტის სახელწოდება: არსებული ნაგავსაყრელების დახურვა და ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა
პროექტის მოკლე აღწერა:
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ახორციელებს პროექტს „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები, საქართველო“. პროექტის მთლიანი ბიუჯეტია 32 მილიონი ევრო, საიდანაც 30 მლნ. ევრო წარმოადგენს სესხს და 2 მლნ ევრო – გრანტს KfW-ს (გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი) დაფინანსებით.
პროექტის კომპონენტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის ითვალისწინებს არსებული ნაგავსაყრელის დახურვასა და ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას ზუგდიდის მიმდებარედ არსებული ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე. პროექტის მიზანია რეგიონში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის სრულყოფის გზით, რაც გულისხმობს:
- ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობას ეროვნული და საერთაშორისო (ევროკავშირის) სტანდარტების შესაბამისად;
- არსებული ნაგავსაყრელების გარემოსდაცვითი სტანდარტებით დახურვას;
- მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებას და გატანას
პროექტი ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით და შესაბამისად, ხელმძღვანელობს როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული სტანდარტებით.
რეგიონული პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთში მოიცავს შემდეგ ძირითად კომპონენტებს:
- ზუგდიდში რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობა ეროვნული და საერთაშორისო (ევროკავშირის) სტანდარტების შესაბამისად (დახურული ნაგავსაყრელის ადგილზე)
- ფოთში, წალენჯიხასა და ლახანში გადამტვირთავი სადგურების მოწყობა, რაცი უზრუნველყოფს რეგიონულ არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტამდე ნარჩენების ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებას
- ფოთში არსებული ნაგავსაყრელის გარემოსდაცვითი სტანდარტებით დახურვა
- ზუგდიდში არსებული ნაგავსაყრელის გარემოსდაცვითი სტანდარტებით დახურვა
- ნარჩენების საპრესით აღჭურვილი ნაგავმზიდების, ნარჩენების კონტეინერებისა და ქუჩების დასუფთავების ტექნიკის უზრუნველყოფა
რა დადებითი ზემოქმედება ექნება პროექტს?
არსებული ნაგავსაყრელების დახურვითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ნარჩენების განთავსების ახალი, თანამედროვე ობიექტის მოწყობით, პროექტს მნიშვნელოვანი დადებითი ზემოქმედება ექნება გარემოსა და ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობაზე:
- პროექტი შექმნის სამუშაო ადგილებს ნარჩენების განთავსების ობიექტისა და გადამტვირთავი სადგურების მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპებზე
- ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობის შედეგად პროექტი შეამცირებს მუნიციპალური ნარჩენების ტრანსპორტირების ხარჯებს.
- ნარჩენების მართვის თანამედროვე სიტემის/პრაქტიკის დანერგვის გზით პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების აღმოფხვრაში, ნიადაგსა და წყლის რესურსებზე ნარჩენების შესაძლო უარყოფითი ზემოქმედებისა და სუნის წარმოქმნის თავიდან აცილებაში, რაც უზრუნველყოფს რეგიონში სანიტარულ-ჰიგიენური/ საცხოვრებელი პირობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას
- პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონში ნარჩენების მართვის სექტორიდან, კერძოდ ნარჩენების განთავსების ობიექტიდან სათბური აირების რაოდენობის შემცირებას
- პროექტი შექმნის მომავალში ნარჩენებიდან წარმოქმნილი გაზიდან ელექტროენერგიის მიღების ტექნიკურ საფუძველს.