იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი

ქუთაისი_პროექტის სტატუსი 2021-10-07T14:51:40+00:00

პროექტის სტატუსი

2021 წლის აგვისტო

სოფ. აჯამეთისა და სოფ.მუხიანის ლოკაციების მიმდებარე სოფლების წარმომადგენელი მოქალაქეების იდენტიფიცირება

ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის ადგილმდებარეობის შერჩევის კომიტეტის შექმნა

– 2021 წლის 23 აგვისტო: ადგილმდებარეობის შერჩევის კომიტეტის სხდომა, სოფ. აჯამეთსა და სოფ. მუხიანის მიმდებარე ლოკაციების რანჟირება,  შედარება და შესაფერისი ადგილმდებარეობის გამოვლენა.

ფოკუს ჯგუფის შეხვედრების შედეგების საფუძველზე, კომიტეტს საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიეღო ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების  ობიექტის ყველაზე შესაფერისი ადგილმდებაროების შესახებ.

სოფ. აჯამეთის ადგილმდებარეობის მიმდებარე დასახლებებში მცხოვრებმა ორმა მოქალაქემ და სოფ. მუხიანის ლოკაციის მიმდებარე სოფლების სამმა მაცხოვრებელმა, თანხმობა განაცხადა კომიტეტის წევრობასა და ორ პოტენციურ ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და რანჟირების პროცესში მონაწილეობაზე. აღნიშნული ხუთი ადგილობრივი წარმომადგენლის გარდა, კომიტეტი შედგებოდა ადგილობრივი ხელისუფლების/მუნიციპალიტეტების, კერძო სექტორის/ფერმერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლებთან და პროექტის დამხმარე ღონისძიებების კონსულტანტებთან ერთად მომზადდა ორი ადგილმდებარეობის რეიტინგი.

შედეგი: სოფ. მუხიანის მიმდებარე ადგილმდებარეობა შეირჩა, როგორც ყველაზე შესაფერისი ლოკაცია. განხილვისა და შერჩევის პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

2021 წლის ივლისი

ფოკუს შეხვედრები ამეთისა და მუხიანის მიმდებარე თემების მოქალაქეებთან

აღნიშნული შეხვედრების დროს გამოყენებულ იქნა პოტენციური ადგილმდებარეობების დიდი ზომის დეტალური რუკები, რათა შესაძლებელი ყოფილიყო შეგროვებული ინფორმაციის პირდაპირ რუკაზე დატანა და ასახვა. შედეგად, მივიღეთ დეტალური ინფორმაცია ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ (წყალი, სანიტარული სისტემები, ელექტროენერგია, საწვავი, კომუნიკაცია, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო დაწესებულებები, ბაზრები, ბიზნესისა და კომერციული ადგილები), მიწათსარგებლობის პრაქტიკის შესახებ (სახნავ-სათესი, საძოვრები, ტყე, სპეციალური ტერიტორიები, კულტურული მნიშვნელობის ადგილები/ძეგლები), ბუნებრივი რესურსები (მათ შორის სეზონური საკვების შეგროვება ტყიდან/თევზაობა) და სოციალურად და კულტურულად მნიშვნელოვანი ადგილები (ისტორიული და სადღესასწაულო ადგილები, სამარხები, რელიგიური/სალოცავი ადგილები, შეხვედრების კონკრეტული ადგილები).

ზემოთ მოცემული ინფორმაცია აღწერილია და შეჯამებულია ანგარიშში, რომლის გადმოწერაც შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან.

2021 წლის ივნისი

ნარჩენების მართვის რეგიონული სამუშაო ჯგუფის შექმნა

იწყება ადგილმდებარეობის შერჩევის პროცესი საზოგადოების მონაწილეობით

2021 წლის ივნისში საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია  აგრძელებს ადგილმდებარეობის შერჩევის პროცესს და იყენებს დონორი ორგანიზაციების (EU, KfW) მიერ მოწონებულ/დამტკიცებულ ახალ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების ჩართულობას  ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ამისათვის შეიქმნა იმერეთისა,  რაჭა-ლეჩხუმისა და-ქვემო სვანეთის ნარჩენების მართვის რეგიონული სამუშაო ჯგუფი და მისი პირველი შეხვედრა 2021 წლის 16 ივნისს გაიმართა. აღნიშნული ჯგუფის თავმჯდომარე არის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ის აერთიანებს მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებს.

რეგიონული სამუშაო ჯგუფის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

2020 წლის მაისიადგილმდებარეობის შერჩევის ანგარიში

2020 წლის მაისში განმახორციელებელმა კონსულტანტმა (ERM) დაასრულა ადგილმდებარეობის შერჩევის ანგარიშის მომზადება. აღნიშნული დოკუმენტის მიზანს წარმოადგენდა ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტისთვის შესაძლო ადგილმდებარეობების იდენტიფიცირება. საძიებო ტერიტორიად განისაზღვრა წრის ფორმის გეოგრაფიული არეალი, 25 კმ რადიუსით ქუთაისის გარშემო, რადგან რეგიონში სწორედ ქუთაისია ნარჩენების ყველაზე დიდი წარმომქმნელი. ადგილმდებარეობის ძებნის არეალის შესამცირებლად გამოყენებულ იქნა შემდეგი სამართლებრივი და ტექნიკური კრიტერიუმები: აეროპორტთან სიახლოვე (> 13 კმ) / გაზისა და წყლის მილების/ კულტურის ძეგლები (> 500 მ) / დაცული ტერიტორიები / მდინარეები, ტბები და დატბორვის რისკის ქვეშ მყოფი ზონები / სეისმური აქტივობის რისკის ზონები/ მეწყერის რისკი / დასახლებები (> 500 მ). აღნიშნული კრიტერიუმების გამოყენებით გამოვლინდა ცხრა პოტენციური მდებარეობის “გრძელი სია”.  აღნიშნულ პროცესს  “ნეგატიური დარუკება” ეწოდება.

ნეგატიური დარუკება

ნეგატიური დარუკვა 2
ნეგატიური დარუკვა 6
ნეგატიური დარუკვა 11

რუკის ინვერტირება(შებრუნება): დარჩენილი ტერიტორიების ვიზუალიზაცია

                 

ყველა შეუსაბამო ტერიტორიის გამორიცხვის შემდეგ, რჩება მხოლოდ რამდენიმე შესაფერისი ადგილმდებარეობა. შემდეგ ტარდება დამატებითი კვლევები (მაგალითად, ლოკაციის ფართობი მინიმუმ 18 ჰექტარი უნდა იყოს). შედეგად მიღებული “გრძელი სია” (ცისფერი უბნები) კიდევ გაანალიზდება და მზადდება რანჟირებული სია. შედეგად, ვიღებთ ორ იდენტიფიცირებულ პრიორიტეტულად რანჟირებულ ადგილმდებარეობას: მუხიანი და აჯამეთი (წითელი უბნები). აღნიშნუეტაპზე არანაირი საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის!