“მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” რეგიონებისთვის სპეცტექნიკა შეიძინა
waste_gov_en 2016-03-24T10:04:30+00:0024–03–2016 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ რეგიონებში გასანაწილებლად 6 ერთეული სპეცტექნიკა – ბულდოზერი (YTO-T80) შეიძინა. ტექნიკა, სამუშაოების ეფექტურად განხორციელების მიზნით, ქ.დმანისის, სტეფანწმინდას, თიანეთის, ასპინძის, ჩოხატაურისა და ონის მუნიციპალურ ნაგავსაყრელებს მოემსახურება. შეძენილი ტექნიკის საერთო ღირებულებამ 589 950 ლარი შეადგინა.