სიახლეები

საზოგადოების მონაწილეობით, იმერეთში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობისთვის შესაფერისი ადგილი შეირჩა

2021-11-30T08:25:16+00:00

07/10/2021 - იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებისთვის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ობიექტის მშენებლობისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილის გამოვლენის მიზნით, 23 აგვისტოს გაიმართა ადგილმდებარეობის შერჩევის კომიტეტის (SAC) შეხვედრა. კომიტეტი შედგებოდა რეგიონული სამუშაო ჯგუფის წევრებისა (დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ), ადგილობრივი ფერმერებისა და მოსახლეობის წარმომადგენლებისგან, რომლებიც ცხოვრობენ ადგილმდებარეობის შერჩევის ანგარიშის მიხედვით გამოვლენილ ორ პოტენციურ [...]

გურჯაანში ძველი მუნიციპალიური ნაგავსაყრელი სტანდარტების შესაბამისად დაიხურა

2016-11-28T08:41:48+00:00

გურჯაანში ძველი მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები დასრულდა. ადგილზე არსებული ვითარება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, USAID- ის წარმომადგენელთან, გოჩა ლობჟანიძესთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, გივი გერგიძესთან   ერთად დაათვალიერა. USAID- ის მიერ დაფინანსებული პროექტის – “ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ ფაგლებში შემუშავდა გურჯაანის მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების პოლიგონის დახურვის გეგმა. [...]

სემინარი მყარი ნარჩენების მართვის თემაზე

2016-11-28T08:42:06+00:00

15/09/2016 საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის სახელით, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) მიერ დაფინანსებული პროექტის, "ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის" ფარგლებში, გერმანულმა საკონსულტაციო კომპანია PEM Consultant-მა რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სემინარი გამართა. სემინარი სპეციალურად ჟურნალისტებისთვის მომზადდა და ზოგად მიმოხილვასთან ერთად, მოიცავდა ინფორმაციას საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის სისტემაში, ამჟამად არსებული ვითარების, გამოწვევებისა და მიზნების შესახებ. სემინარის მონაწილეებს [...]

“სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა”

2016-10-17T12:25:29+00:00

13/08/2016 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ აგრძელებს აქციას „სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“. კამპანიის ფარგლებში, აქციის მონაწილეებმა კასპის მუნიციპალური ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიროტია დაასუფთავეს. ღონისძიებაში „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორის მოადგილე, დავით ჭავჭანიძე და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გოჩა გოჩიტაშვილი თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ. აქციას, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ღონისძიების მონაწილეებმა კასპის [...]

გორში ნაგავსაყრელის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასრულებულია

2016-10-17T12:27:48+00:00

11/08/2016 გორის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა. რეაბილიტირებული პოლიგონი საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, დავით ონიაშვილთან და ქ.გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან, გიორგი რაზმაძესთან ერთად დაათვალიერა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ გორის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე, კეთილმოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი 2014 წელს ჩაატარა. ნაგავსაყრელის სწორი [...]

ქვემო ქართლში ახალი, რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული დეტალები განიხილეს.

2016-11-30T08:00:40+00:00

25/07/2016 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მერაბ თოფჩიშვილს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო ქვემო ქართლში ახალი, რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული დეტალები. შეგახსენებთ, რომ ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი გულისხმობს მყარი ნარჩენების მართვის გარემოსა და და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო ინტეგრირებული სისტემის განვითარების ხელშეწყობას [...]

გურჯაანში ძველი ნაგავსაყრელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაიხურება

2016-06-18T09:10:06+00:00

18-06-2016 გურჯაანში ძველი ნაგავსაყრელის დახურვის მიმდინარე სამუშაოები  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილესთან, დიმიტრი კალატოზიშტვილთან და  კომპანიის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. USAID- ის მიერ დაფინანსებული პროექტის – “ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“-  ფაგლებში შემუშავდა გურჯაანის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის დახურვის გეგმა. აღნიშნული გეგმის მიზანი  ნაგავსაყრელზე გარემოსდაცვითი [...]

ქართული დელეგაცია გერმანიაში

2016-05-31T08:51:16+00:00

31-05-2016საქართველო მყარი ნარჩენების მართვის სფეროში გერმანულ გამოცდილებას გაიზიარებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი და ქუთაისის მერი, შოთა მურღულია, კომპანიისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, გერმანიის ქალაქ მიუნხენში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები ნარჩენების მართვის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სავაჭრო გამოფენას (IFAT) დაესწრნენ. [...]

რუსთავის ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

2016-05-27T07:44:42+00:00

27-05-2016 რუსთავში ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე არსებული ვითარება საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა დაათვალიერა. რუსთავის ნაგავსაყრელი საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას მართვაში 2015 წელს გადმოეცა. იმ დროისთვის, ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ნაგავსაყრელზე ქალაქ რუსთავიდან და გარდაბნიდან ყოველთვიურად დაახლოებით 2 957 ტონა ნარჩენი შედის. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს [...]

ახალი ტექნიკა რეგიონებში

2016-05-19T07:44:56+00:00

19-05-2016 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ რეგიონებში გასანაწილებლად ნარჩენების დამტვირთველი სპეცტექნიკა (YTO Zl50F)  შეიძინა.   შეძენილი ტექნიკა,  ნაგავსაყრელების ოპერირების გაუმჯობესებისა და  სამუშაოების ეფექტურად შესრულების მიზნით ქუთაისისა და ხაშურის  განახლებულ პოლიგონებს მოემსახურება. ნარჩენების დამტვირთველი ტექნიკის საერთო ღირებულებამ 288 400 ლარი შეადგინა.

ზესტაფონის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე დახურვის სამუშაოები დასრულდა

2016-05-04T07:13:44+00:00

04/05/2016 -      ზესტაფონში მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები დასრულებულია. ადგილზე არსებული ვითარება, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილესთან, ნიკოლოზ კრავეიშვილთან ერთად დაათვალიერა. შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით არსებული ნაგავსაყრელების რაოდენობის შემცირებას.  წინასწარი კვლევის საფუძველზე, შემუშავდა არსებული ნაგავსაყრელების დახურვის გეგმა. ამ გეგმის ფარგლებში, კომპანიამ შეაჩერა გარკვეული [...]

„სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“

2016-04-28T07:58:59+00:00

28/04/2016- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ აქცია „სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“ წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში  ქუთაისში, ნიკეას ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიროტიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა. დასუფთავების ღონისძიებაში „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი გიორგი შუხოშვილი და ქუთაისის მერის მოადგილე  ნოდარ მიქიაშვილი თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ. აქციას, ასევე, „ქუთაისის სპეციალური სერვისების“ თანამშრომლები, ნიკეას ქუჩის მოსახლეობა და [...]