Monthly Archives: აპრილი 2017

ხის დარგვის აქცია გორში

2017-04-22T06:58:10+00:00

 22/04/2017 - დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ორგანიზებით  ქ. გორში გამწვანების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში გორის მუნიციპალური ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე  100 ძირი კიპარისის ნერგი დაირგო და   მოეწყო ქარსაცავი ზოლი, რაც დაიცავს ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიას ნარჩენების გაფანტვისგან და ადგილზე გააუმჯობესებს მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს. აქციაში მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. [...]

აქცია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის

2017-04-13T11:04:26+00:00

13/04/2017- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ აგრძელებს კამპანიას „სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“. კამპანიის ფარგლებში რუსთავში ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა. რუსთავის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებით ხელი შეეწყობა რეგიონში ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. აქციის მონაწილეებმა ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა [...]

გამწვანების აქცია ქვემო ქართლში

2017-04-08T09:01:15+00:00

4/08/2017- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ორგანიზებით ქვემო ქართლის რეგიონში გამწვანების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში რუსთავის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე მოეწყო ქარსაცავი ზოლი, რაც დაიცავს ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიას ნარჩენების გაფანტვისგან და ადგილზე გააუმჯობესებს მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს. რუსთავის ნაგავსაყრელის პარალელურად ხეები დაირგო მარნეულის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზეც. აქციას საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი [...]

ქუთაისში დასუფთავების აქციები გრძელდება

2017-04-07T09:29:04+00:00

7/04/2017 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ აგრძელებს კამპანიას „სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“. კამპანიის ფარგლებში ქუთაისში ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციები გრძელდება. ქუთაისის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებით ხელი შეეწყობა რეგიონში ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. აქციის მონაწილეებმა ქუთაისში, ნიკეას ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. [...]

მუშაობა უსაფრთხო და სუფთა გარემოში

2017-04-04T09:43:03+00:00

4/04/2017 - 2017 წლიდან, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია (სმნმკ)თავისი 200-ზე მეტი თანამშრომლისთვის იწყებს პროფესიული უსაფრთხოების ახალი სტანდარტების დანერგვასა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებას, რათა უკეთ მართოს კომპანიის მფლობელობაში არსებული 50-ზე მეტი ნაგავსაყრელი. პროფესიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ახალი პოლიტიკა (OHS) და გარემოსდაცვითი მართვის სისტემა (EMS) სრულად შეესაბამება საერთაშორისო (ISO) სტანდარტებს. „ეს არის ჩვენი კომპანიის სტრატეგიის მთავარი [...]