აქცია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის

აქცია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის

13/04/2017- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ აგრძელებს კამპანიას „სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“. კამპანიის ფარგლებში რუსთავში ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა.
რუსთავის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებით ხელი შეეწყობა რეგიონში ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
აქციის მონაწილეებმა ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის, რუსთავისა და გარდაბნის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა მიიღეს.

2017-04-13T11:04:26+00:00