Yearly Archives: 2018

საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემა გაუმჯობესდება

2018-10-30T12:37:02+00:00

30/10/2018-საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა და პროექტ  „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვა - ქუთაისი“-ს ინიციატივით, საქართველოში ნარჩენების სეპარირების, შეგროვებისა და რეციკლირების სისტემის ეფექტურად დანერგვის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის [...]

მცხეთა-მთიანეთს ნარჩენების ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ურნები გადაეცა

2018-06-27T10:55:32+00:00

27/06/2018 - მცხეთის მუნიციპალიტეტში 300 ერთეული, ხოლო მთლიანად რეგიონში ჯამში 550 კონტეინერი გადანაწილდება. ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონი  ევროსტანდარტების შესაბამისი 10 000 ახალი ურნით ეტაპობრივად აღიჭურვება, რაც რეგიონებსა და ტურისტულ ზონებში დასუფთავების სერვისის, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი მცხეთის [...]

ქართულმა მხარემ სახიფათო ნარჩენების მართვის სფეროში შვედეთის გამოცდილება გაიზიარა

2018-06-04T11:54:43+00:00

04/06/2018 - შვედეთში სახიფათო ნარჩენების მართვის სფეროს შესახებ სასწავლო ტური გაიმართა. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა,  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან , ნოდარ კერესელიძესთან  ერთად სტოკჰოლმში შვედი კოლეგების გამოცდილება გაიზიარა. სასწავლო ტურის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში არსებული შესაძლებლობების გაძლიერება, მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის EPR, სახიფათო და ბიოდეგრადირებადი ნარჩენების მართვის [...]

რეგიონებში ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი ურნები დარიგდება

2018-05-29T09:38:07+00:00

29/05/2018 - საქართველოს რეგიონებში ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი ურნები დარიგდება. ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, ჯამში მუნიციპალიტეტებში 10 ათასი კონტეინერი გადანაწილდება, რაც რეგიონებსა და ტურისტულ ზონებში სისუფთავის შენარჩუნებასა და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი თელავში, კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილესა და [...]

დასუფთავების აქციები გრძელდება

2018-05-03T11:44:40+00:00

04/04/2018 - შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“  ქუთაისის ა(ა)იპ „ სპეციალური სერვისებითან“ ერთად ქუთაისში დასუფთავების აქციებს აგრძელებს. აქციის მონაწილეებმა ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე არსებული სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის პარკების, ბოთლებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაასუფთავეს. დასუფთავების აქციაში მონაწილეობას შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა“ და ქუთაისის ა(ა)იპ „ სპეციალური სერვისების“ თანამშრომლები, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იღებდნენ. [...]

დასუფთავების აქცია ქუთაისში

2018-03-22T07:20:58+00:00

20/03/2018 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ ქუთაისის ა(ა)იპ „ სპეციალურ სერვისებთან" ერთად ქუთაისში დასუფთავების აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა ნიკეას ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. ქუთაისის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებით ხელი შეეწყობა რეგიონში ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. დასუფთავების აქციას ქუთაისის მერი  გიორგი ჭიღვარია, ვიცე მერი გიორგი [...]