04/06/2018 – შვედეთში სახიფათო ნარჩენების მართვის სფეროს შესახებ სასწავლო ტური გაიმართა. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან , ნოდარ კერესელიძესთან ერთად სტოკჰოლმში შვედი კოლეგების გამოცდილება გაიზიარა.
სასწავლო ტურის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში არსებული შესაძლებლობების გაძლიერება, მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის EPR, სახიფათო და ბიოდეგრადირებადი ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება – რაც შეამცირებს ნარჩენების მართვისა და განთავსების არსებული პრაქტიკის უარყოფით ზეგავლენას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.
სასწავლო ტურში მონაწილეობას საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და შპს „ჰიგიენას“ წარმომადგენლები იღებდნენ.