19-05-2016 – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ რეგიონებში გასანაწილებლად ნარჩენების დამტვირთველი სპეცტექნიკა (YTO Zl50F) შეიძინა.
შეძენილი ტექნიკა, ნაგავსაყრელების ოპერირების გაუმჯობესებისა და სამუშაოების ეფექტურად შესრულების მიზნით ქუთაისისა და ხაშურის განახლებულ პოლიგონებს მოემსახურება.
ნარჩენების დამტვირთველი ტექნიკის საერთო ღირებულებამ 288 400 ლარი შეადგინა.