საზოგადოების მონაწილეობით, იმერეთში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობისთვის შესაფერისი ადგილი შეირჩა

საზოგადოების მონაწილეობით, იმერეთში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობისთვის შესაფერისი ადგილი შეირჩა

07/10/2021 – იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებისთვის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ობიექტის მშენებლობისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილის გამოვლენის მიზნით, 23 აგვისტოს გაიმართა ადგილმდებარეობის შერჩევის კომიტეტის (SAC) შეხვედრა. კომიტეტი შედგებოდა რეგიონული სამუშაო ჯგუფის წევრებისა (დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ), ადგილობრივი ფერმერებისა და მოსახლეობის წარმომადგენლებისგან, რომლებიც ცხოვრობენ ადგილმდებარეობის შერჩევის ანგარიშის მიხედვით გამოვლენილ ორ პოტენციურ ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე – სოფ. აჯამეთთან და სოფ. მუხიანთან.

ადგილმდებარეობის შერჩევის კომიტეტის მთავარი მიზანი იყო განეხილა მოსახლეობის მიერ წამოჭრილი ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ორ პოტენციურ ადგილთან, გაეთვალისწინებინა ადგილობრივ დასახლებებში არსებული შესაძლო საჭიროებები და  მონაწილეობა მიეღო საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

აღნიშნულმა კომიტეტმა, რომელიც შედგება საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის, ადგილობრივი მოსახლეობის, ადგილობრივი ხელისუფლების/მუნიციპალიტეტების, კერძო სექტორის/ფერმერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, პროექტის დამხმარე ღონისძიებების კონსულტანტის (PEM) მხარდაჭერით, განახორციელა ორი პოტენციური ადგილის (მუხანისა და აჯამეთის) შედარებითი შეფასება. შედეგი: ყველაზე შესაფერის ადგილმდებარეობად შეირჩა მუხიანის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ლოკაცია.

შემდეგ ეტაპზე დაიწყება გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რომლის პირველი ნაბიჯი იქნება სკოპინგის ანგარიშის მომზადება.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ორგანიზებას გაუწევს საჯარო განხილვას, რომლის დროსაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ აღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებით გამოთქვან მოსაზრებები.

გარდა ამისა, მონიტორინგის კომიტეტის შექმნის მეშვეობით (დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ) უზრუნველყოფილი იქნება ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის ოპერირების პროცესში მუდმივი ჩართულობა მისი სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში (მომზადება, მშენებლობა, ექსპლუატაცია, დახურვა და დახურვის შემდგომი მოვლა).

2021-11-30T08:25:16+00:00