კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებისთვის აღჭურვილობის შესყიდვის ტენდერი განახლდა

კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებისთვის აღჭურვილობის შესყიდვის ტენდერი განახლდა

10/02/2022

დაფინანსება: გერმანიის რეკონსტრუციის საკრედიტო ბანკი (KfW)

შესყიდვის No. 507997

BMZ no: 2015 68 260

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის ფარგლებში, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების შესაგროვებელი სხვადასხვა ზომისა და მოცულობის სატვირთო მანქანებისა და კონტეინერების, ქუჩის დასუფთავებისა და ნარჩენების სეპარირებული შეგროვების საპილოტე პროექტებისთვის ტექნიკური აღჭურვილობის შესყიდვის ტენდერი განახლდა. ტენდერზე განცხადების შემოტანის ბოლო ვადა – 2022 წლის 14 მარტი.

კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II მოიცავს კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისთვის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების, ევროსტანდარტების შესაბამისი, ობიექტების მშენებლობას. რეგიონებში არსებული ნაგავსაყრელელბი ეტაპობრივად დაიხურება, მათ ახალი ობიექტები და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელი სრულად ჩაანაცვლებს. მუნიციპალიტეტები აღიჭურვება ნარჩენების შესაგროვებელი, დასუფთავებისა და სპეციალური ტექნიკით. ნარჩენების თანამედროვე სისტემაზე გადასვლა რეგიონში მკვეთრად გააუმჯობესებს სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას.

პროექტი ხორციელდება საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.

ტენდერთან დაკავშირებით შემოსულ კითხვებზე პასუხები იხილეთ შემდეგ ბმულებზე: ბმული 1 / ბმული 2.

დეტალური ინფორმაციისათვის და სატენდერო დოკუმენტების გამოსათხოვად,  გთხოვთ, მიმართოთ პროექტის კოორდინატორს – თამარ ძიმისტარიშვილის t.dzimistarishvili@hotmail.com.

2022-04-12T09:03:47+00:00