“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია”

“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია”

2012 წლის 24 აპრილს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შეიქმნა შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. დღეს, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ქვეყნის მასშტაბით(ქ.თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების 52 პოლიგონს მართავს.

წინასწარი კვლევის შედეგების მიხედვით,კომპანიის კაპიტალში არსებული ნაგავსაყრელები არ აკმაყოფილებდნენ ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს. პოლიგონებზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო: ნარჩენების შეტანა ხდებოდა არაორგანიზებულად, პოლიგონები ოპერირებდნენ სტანდარტებთან შეუსაბამოდ, არ ხორციელდებოდა კონტროლი და სანიტარული ზედამხედველობა, რაც ზიანს აყენებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას.

სამწლიანი მუშაობის შედეგად კომპანიამ არაერთი მნიშვნელოავანი პროექტი განახორციელა. დღეის მონაცემებით, კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად, კეთილმოეწყო და საექსპლუატაციო რეჟიმში შევიდა 21 პრიორიტეტული ნაგავსაყრელი. გარდა ამისა, დასრულდა 22 მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების პოლიგონის შემოღობვის სამუშაოები. მიმდინარეობს დამატებით 2 ნაგავსაყრელის – ბოლნისისა და ნინოწმინდის პოლიგონების კეთილმოწყობისა და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები. ასევე, მიმდინარეობს პროექტრირება 2015 წელს 18 ნაგავსაყრელის  დახურვისა  და 6 პოლიგონის კეთილმოწყობის მიზნით.გამართული საექსპლუატაციო სისტემის უზრუნველყოფის მიზნით შეძენილი იქნა 16 ერთეული მძიმე ტექნიკა (ტრაქტორი).

დაიწყო ორი რეგიონისთვის (იმერეთი და ქვემო ქართლი) ახალი საერთაშორისო სტანდარტების რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტების განხორციელება.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით  შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ გამოეყო შესაბამისი თანხა და დაევალა  შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაგვის ურნებითა და ნაგავმზიდი ავტომანქანებით აღჭურვა საკურორტო სეზონის დასაწყისისათვის, რაზეც გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულებები.

შპს.“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“  რეგიონების მასშტაბით  სულ 789 ადამიანი დაასაქმა, აქედან 628 ადგილობრივი მოსახლეა.

2015-05-25T07:45:29+00:00