თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება საკონსულტაციო კომპანიასთან – PEM

თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება საკონსულტაციო კომპანიასთან – PEM

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ გერმანიის განვითარების ბანკის (KfW Entwicklungsbank) ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს ახალი საერთაშორისო სტანდარტების რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის აშენებას ქუთაისში, რომელიც მოემსახურება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს.
„ქუთაისის ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტის ფარგლებში, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,“ მისი დირექტორის, გიორგი შუხოშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრები გამართა მიმდინარე წლის 22-23 აპრილს. შეხვედრას კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ გერმანიის განვითარების ბანკის (KfW), საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს და ტენდერში გამარჯვებული საკონსულტაციო კომპანიის – PEM წარომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას PEM-თან პროექტის დამხმარე ღონისძიებების საკონსულტაციო მომსახურების გაწევის შესახებ. შეხვედრაზე, ასევე განხილული იყო სამომავლო გეგმები, პროექტის ფაზები, ვადები და პროექტთან დაკავშირებული სხვა დეტალები.
2015-04-23T12:32:08+00:00