გურჯაანში ძველი ნაგავსაყრელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაიხურება

გურჯაანში ძველი ნაგავსაყრელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაიხურება

18-06-2016 გურჯაანში ძველი ნაგავსაყრელის დახურვის მიმდინარე სამუშაოები  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილესთან, დიმიტრი კალატოზიშტვილთან და  კომპანიის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.

USAID- ის მიერ დაფინანსებული პროექტის – “ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“-  ფაგლებში შემუშავდა გურჯაანის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის დახურვის გეგმა. აღნიშნული გეგმის მიზანი  ნაგავსაყრელზე გარემოსდაცვითი უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა გახლდათ.

გურჯაანის მუნიციპალური ნაგავსაყრელი, რომელიც 2000 წლიდან ფუნქციონირებდა, სტანდარტების შესაბამისად დაიხურება: მოსწორდება პოლიგონის ზედაპირის რელიეფი, ნარჩენები კი თიხნარი გრუნტით დაიფარება.

ამ დროისთვის, გურჯაანის  საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თელავისა და დედოფლისწყაროს  კეთილმოწყობილი მუნიციპალური ნაგავსაყრელები იღებს.

გურჯაანის მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის პროექტის ღირებულებამ 329 998 ლარია.

2016-06-18T09:10:06+00:00