შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის მყარი ნარჩენების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაიმართა

შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის მყარი ნარჩენების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაიმართა

14/03/2025 – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში   მყარი ნარჩენების თანამედროვე სისტემების დანერგვის მიზნით, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის განხილვა გაფართოებულ ფორმატში გამართა.

კვლევა ითვალისწინებს შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებისთვის ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის დანერგვას, რაც მოიცავს ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების 2 ობიექტისა და ნარჩენების გადამტვირთავი 6 სადგურისგან შემდგარი ქსელის მოწყობას. ამასთან, განიხილება მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების 2 საწარმოს სამომავლოდ მოწყობის შესაძლებლობაც.

კვლევის განმახორციელებელმა საკონსულტაციო კომპანიამ შეხვედრაზე წარადგინა კვლევის საბოლოო ანგარიში. ასევე, მიმოიხილეს შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში არსებული მდგომარეოება და პრაქტიკა და გაეცნენ ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვისა და პროექტის განხორციელების გეგმას.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საპროექტო რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების, ასევე, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია COWI-ის და მათი ადგილობრივი პარტნიორი კომპანიის, RECC – Caucasus-ის წარმომადგენლები და პროექტის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები.

პროექტის შედეგად, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის  რეგიონებში დაინერგება ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემა, რომელიც სამივე რეგიონში გააუმჯობესებს გარემო და საცხოვრებელ პირობებს.

2025-03-28T07:13:49+00:00