სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი ობიექტისა და გადამტვირთავი სადგურების აღჭურვილობის შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა 

სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი ობიექტისა და გადამტვირთავი სადგურების აღჭურვილობის შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა 

01/08/2024 -“მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის” (ISWM II) ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების აღჭურვილობის შესყიდვის მიზნით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან  (GT group, Tegeta Construction Equipment LLC), შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” ხელშეკრულება გააფორმა.

ახალი ობიექტი და გადამტვირთავი სადგურები აღიჭურვება შემდეგი ტექნიკით:

  • კომპაქტორით
  • ბულდოზერითა
  • Ტრაქტორით
  • შორ მანძილზე გადამტვირთავი 6 ერთეული მანქანით
  • 30მ3 და 35 მ3 ტევადობის 15 კონტეინერით
  • Სატვირთო მანქანით
  • 2 პიკაპით
  • წყლის მობილური ავზით
  • საწვავის მობილური ავზით კომპაქტორისთვის

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას, აღნიშნული აღჭურვილობა, 2025 წლის დასაწყისისთვის ეტაპობრივად უნდა მიაწოდონ. სპეციალური აღჭურვილობით, გადამტვირთავ სადგურებს კომპანია GT Group, ხოლო ახალ ობიექტს – Tegeta Construction Equipment LLC უზრუნველყოფს.

“მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II” (ISWM II) ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მოიცავს სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტისა და გადამტვირთავი სადგურების მოწყობასა და აღჭურვას; ასევე, არსებული ძველი ნაგავსაყრელების დახურვას და კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მომარაგებას ქუჩის დასუფთავებისა და ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური ტექნიკით.

პროგრამის განმახორციელებლები არიან საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია CDM Smith (ადგილობრივ კომპანიებთან ერთად: Saunders Group და GEO) და Fichtner (ბერძნულ კომპანია Paseco-სთან და ადგილობრივ კომპანია PMCG-სთან ერთად).

2024-08-01T12:16:57+00:00