მიმდინარეობს გვერდის განახლება!

ხეილ გოგოლიძე თეთრიწყაროში, მარნეულსა და ბოლნისში ნარჩენების განთავსების ობიექტებზე არსებულ ვითარებას გაეცნო

ხეილ გოგოლიძე თეთრიწყაროში, მარნეულსა და ბოლნისში ნარჩენების განთავსების ობიექტებზე არსებულ ვითარებას გაეცნო

„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი მიხეილ გოგოლიძე ქვემო ქართლში იმყოფებოდა.  კომპანიის დირექტორი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ წინწყაროს მიმდებარედ, რეგიონული, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ახალი ობიექტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის“ ფარგლებში შენდება. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.  ობიექტი, 29 წლის განმავლობაში,  5 მუნიციპალიტეტს: თეთრიწყარო, მარნეული, წალკა, დმანისი, ბოლნისი მოემსახურება. მისი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ეტაპობრივად დაიხურება ყველა არსებული ძველი ნაგავსაყრელი.

მიხეილ გოგოლიძე ქვემო ქართლში მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული ნაგავსაყრელზე არსებულ მდგომარეობასაც გაეცნო და ბოლნისის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გადამტვირთავ ახალ სადგურზეც იმყოფებოდა.

კომპანიის დირექტორმა შეხვედრა გამართა ობიექტებზე დასაქმებულ თანამშრომლებთან. დეტალური ინფორმაცია მიიღო არსებული მდგომარეობის შესახებ, ნაგავსაყრელის ოპერირების სისტემაზე და იმ გამომწვევებზე, რომლებიც მყისიერ რეაგირებას საჭიროებს.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ აქტიურად მუშაობს მუნიციპალური ნაგავსაყრელების ახალი, რეგიონული, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტებით და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელით ჩანაცვლების  მიმართულებით.

მიხეილ გოგოლიძესთან ერთად, ქვემო ქართლში იმყოფებოდნენ „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორის მოადგილე ვახტანგ ბარამია და კომპანიის შესაბამისი სამსახურების  წარმომადგენლები.

2025-11-17T13:47:17+00:00