waste_gov_en

About waste_gov_en

This author has not yet filled in any details.
So far waste_gov_en has created 271 blog entries.

დასუფთავების აქცია ქუთაისში

2018-03-22T07:20:58+00:00

20/03/2018 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ ქუთაისის ა(ა)იპ „ სპეციალურ სერვისებთან" ერთად ქუთაისში დასუფთავების აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა ნიკეას ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. ქუთაისის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებით ხელი შეეწყობა რეგიონში ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. დასუფთავების აქციას ქუთაისის მერი  გიორგი ჭიღვარია, ვიცე მერი გიორგი [...]

პოლონელები რუსთავის ნაგავსაყრელზე არსებულ მდგომარეობას გაეცნენ

2017-10-09T09:43:35+00:00

09.10.2017 – საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მოადგილეებმა, ვახტანგ ბარამიამ და დავით ჭავჭანიძემ,  პოლონეთის მუნიციპალური ნარჩენების მართვის კომპანიების პრეზიდენტების ნაციონალური ფორუმის დელეგაციასთან ერთად, რუსთავის ნაგავსაყრელი მოინახულეს. პოლონური მხარე საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ მდგომარეობას გაეცნო. რუსთავის ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის სამუშაოები 2016 წლის დეკემბერში დასრულდა. დაიხურა ძველი უჯრედი და ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი უჯრედი მოეწყო. პოლონეთის [...]

გიორგი შუხოშვილი პოლონეთის მუნიციპალური ნარჩენების მართვის კომპანიების პრეზიდენტების ნაციონალური ფორუმის დელეგაციას შეხვდა

2017-10-06T10:15:12+00:00

10/06/2017 - მუნიციპალური ნარჩენების მართვის კომპანიების პრეზიდენტების ნაციონალური ფორუმის დელეგაცია საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.  დელეგაციის წარმომადგენლებსა და ნაციონალური საბჭოს პრეზიდენტს, ვოიჩეხ იანკას, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი და მისი მოადგილეები შეხვდნენ. მხარეებმა ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. მუნიციპალური ნარჩენების მართვის კომპანიების პრეზიდენტების ნაციონალური ფორუმი პოლონეთში დაფუძნდა, რომელსაც 240 [...]

ბაკურიანის ნაგავსაყრელი შესაბამისი სტანდარტებით დაიხურა

2017-08-17T06:52:12+00:00

17/08/2017 - ბაკურიანში  ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები დასრულებულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით არსებული ნაგავსაყრელების რაოდენობის შემცირებას.  წინასწარი კვლევის საფუძველზე, შემუშავდა არსებული ნაგავსაყრელების დახურვის გეგმა. ამ გეგმის ფარგლებში, კომპანიამ შეაჩერა გარკვეული ნაგავსაყრელების ოპერირება და დაიწყო მათი ეტაპობრივი დახურვა შესაბამისი სტანდარტებით. ამ გეგმის გათვალისწინებით დაიხურა ბაკურიანის არსებული ნაგავსაყრელიც, რომელიც [...]

ნარჩენების გადამტვირთი ახალი სადგური მესტიაში

2017-07-14T07:29:53+00:00

17/07/2017 - მესტიაში ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ    მესტიაში მოაწყო ნარჩენების გადამტვირთი თანამედროვე სადგური, რომელიც  გულისხმობს მუნიციპალიტეტების მიერ შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების დიდ კონტეინერში ჩატვირთვას და სპეციალური გადამტვირთი მანქანებით მათ რეგულარულ ტრანსპორტირებას  ზუგდიდის  კეთილმოწყობილ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე. აღნიშნული სამუშაოები ხელს შეუწყობს  ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. [...]

ბორჯომში ნარჩენების გადამტვირთი სადგური მოეწყო

2017-06-23T06:57:36+00:00

23.06.2017 - ბორჯომისა და ბაკურიანის მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ  ბორჯომის მუნიციპალური ნაგავსაყრელი სტანდარტების შესაბამისად  დახურა. სტანდარტების შესაბამისად  დაიხურება ბაკურიანის არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელიც. აღნიშნული მუნიციპალიტეტებისთვის ქ.ბორჯომში მოეწყო ნარჩენების გადამტვირთი სადგური, რომელიც გულისხმობს მუნიციპალიტეტების მიერ შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების დიდ კონტეინერში ჩატვირთვას და სპეციალური გადამტვირთი [...]

ნარჩენების მართვის ახალი სისტემა კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში

2017-06-14T12:31:08+00:00

13/06/2017- „კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის“ პროექტის ფარგლებში   სასტუმრო „ამბასადორ კაჭრეთში“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ,, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის’'ფარგლებში დაგეგმილი ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს . პროექტი გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და გულისხმობს ახალი,  ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის, კომპოსტირების [...]

კახეთი/სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისთვის ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი მოეწყობა

2017-05-17T11:39:14+00:00

17/05/2017- კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისთვის, ნარჩენების ინტეგრირებული მართვის ტექნიკურ-ეკონომიკური  კვლევის ანგარიშის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი მატკავა,  საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი,  გიორგი შუხოშვილი, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW)  პროექტის კონსულტანტი და  მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. KfW გერმანიის განვითარების ბანკი   საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის სიტუაციის გაუმჯობესებაში ეხმარება. [...]

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა

2017-05-18T06:35:33+00:00

11/05/2017 - “ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის“ პროექტის ფარგლებში, იმერეთში, თერჯოლის გამგეობაში, ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში განიხილეს. განხილვაში მონაწილეობდნენ შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, კომპანიის, მუნიციპალიტეტების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა დაინტერესებული მხარეები. შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ითვალისწინებს მყარი ნარჩენების მართვის [...]

სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა

2017-05-08T08:24:56+00:00

06/05/2017საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ აგრძელებს კამპანიას „სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“. კამპანიის ფარგლებში ქუთაისში ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციები გრძელდება. ქუთაისის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებით რეგიონში ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება. აქციის მონაწილეებმა ქუთაისში, ნიკეას ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა საქართველოს [...]

ხის დარგვის აქცია გორში

2017-04-22T06:58:10+00:00

 22/04/2017 - დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ორგანიზებით  ქ. გორში გამწვანების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში გორის მუნიციპალური ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე  100 ძირი კიპარისის ნერგი დაირგო და   მოეწყო ქარსაცავი ზოლი, რაც დაიცავს ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიას ნარჩენების გაფანტვისგან და ადგილზე გააუმჯობესებს მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს. აქციაში მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. [...]

აქცია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის

2017-04-13T11:04:26+00:00

13/04/2017- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ აგრძელებს კამპანიას „სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“. კამპანიის ფარგლებში რუსთავში ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა. რუსთავის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებით ხელი შეეწყობა რეგიონში ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. აქციის მონაწილეებმა ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა [...]