ქვემო ქართლის რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვა 21 თებერვალს გაიმართება (ფინანსური მხადაჭერა: EBRD,SIDA)

ქვემო ქართლის რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვა 21 თებერვალს გაიმართება (ფინანსური მხადაჭერა: EBRD,SIDA)

23/01/2023 – „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის“ ფარგლებში, ქვემო ქართლის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების(გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაიმართება.

საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

  • 2023 წლის 21 თებერვალი 11:00 საათი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფ. წინწყაროს სარიტუალო დარბაზი;
  • 2023 წლის 21 თებერვალი 15:00 საათი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფ. შავსაყდარის საჯარო სკოლა.

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) განცხადება, დანართები და Shp ფაილები იხილეთ ბმულზე.

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 9 მარტის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.

ანგარიშის მიხედვით, ახალი ობიექტის მშენებლობა და ოპერირება განხორციელდება საერთაშორისო სტანდარდების შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, რაც უზრუნველყოფს რეგიონში სანიტარულ-ჰიგიენური და საცხოვრებელი პირობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

შეგახსენებთ, რომ “ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი” ითვალისწინებს, ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას და მის აღჭურვას ტექნიკური საშუალებებით. აღნიშნული ობიექტი მოემსახურება რეგიონის 5 მუნიციპალიტეტს, კერძოდ, წალკას, დმანისს, თეთრიწყაროს, მარნეულსა და ბოლნისს. ახალი ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, საპროექტო რეგიონებში არსებული (ძველი) ნაგავსაყრელები ეტაპობრივად, სტანდარტების შესაბამისად დაიხურება.

პროექტი საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მიერ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

2023-02-21T20:51:20+00:00