waste_gov_en

About waste_gov_en

This author has not yet filled in any details.
So far waste_gov_en has created 357 blog entries.

საჯარო განხილვა ქვემო ქართლის რეგიონში

2017-02-22T13:33:48+00:00

22/02/2017  ქვემო ქართლში ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი აშენდება მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში განიხილეს. საჯარო განხილვას საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპაინის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ თოფჩიშვილი , ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების [...]

შეხვედრა გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) წარმომადგენლებთან

2017-02-16T10:24:32+00:00

 16/02/2017 მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა,  გიორგი შუხოშვილმა შეხვედრა გამართა გერმანიის განვითარების ბანკისა (KFW) და  საკონსულტაციო კომპანიის (PEM)  წარმომადგენლებთან. დღევანდელი შეხვედრა ,, ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის’’ ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შეფასებასა და სამომავლო გეგმების, გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას შეეხო. შეგახსენებთ,  რომ  პროექტი ხორციელდება გერმანიის განვითარების ბანკისა (KFW)  ფინანსური მხარდაჭერით. დამხმარე ღონისძიებების კონსულტანტი კომპანია "PEM კონსალტი" [...]

ტყიბულის ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

2017-01-20T10:05:11+00:00

17/01/2017 - ტყიბულის ნაგავსაყრელზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს. შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, ტყიბულის მუნიციპალური ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის სამუშაოებს შესაბამისი სტანდარტებით ახორციელებს. მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორთან, გიორგი შუხოშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ტყიბულის ნაგავსაყრელის [...]

მანგლისსა და წალკას ნარჩენების გადამტვირთი სადგური მოემსახურება

2017-01-20T10:04:11+00:00

13/01/2017 - წალკისა და მანგლისის მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია. შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით მანგლისისა და წალკის მუნიციპალური ნაგავსაყრელები შესაბამისი სტანდარტებით დახურა და მოეწყო ნარჩენების გადამტვირთი სადგური. შესრულებული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორთან, გიორგი [...]

რუსთავის ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა

2016-12-14T08:10:58+00:00

14-12-2016 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მატკავამ, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან გიორგი შუხოშვილთან, ქვემო ქართლის გუბერნატორთან, პაატა ხიზანაშვილთან და რუსთავის მერთან, დავით ჯიქიასთან ერთად რუსთავის განახლებული ნაგავსაყრელი დაათვალიერა. რუსთავის ნაგავსაყრელზე ძველი უჯრედის დახურვისა და ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი უჯრედის მოწყობის სამუშაოები ახლახანს დასრულდა. რუსთავის ძველ ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, [...]

ჩვენ განვაახლეთ ჩვენი საიტი!

2016-12-05T08:00:44+00:00

ძვირფასო პარტნიორებო და თანამშრომლებო. გასული 4 წლის განმავლობაში, 2012 წლიდან , როდესაც ჩვენი კომპანია დაარსდა, ჩვენი მუშაობით ბევრს მივაღწიეთ. 53 ნაგავსაყრელიდან, რომელიც ჩვენს მფლობელობაშია, კეთილმოეწყო 28 ნაგავსაყრელი, სტანდარტების შესაბამისად დაიხურა 14 და მოეწყო 2 გადამტვირთი სადგური. კომპანია აქტიურად აგრძელებს ნაგავსაყრელების კეთილმოწყობისა და სტანდარტების შესაბამისად დახურვის სამუშაოებს. აღნიშნული პროექტები მომდევნო წელს დასრულდება. გასული წლიდან მოყოლებული, კომპანიის [...]

სემინარი მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავების შესახებ

2016-11-30T08:17:13+00:00

18-11-2016  წყალტუბოში, “ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პორექტის“ ფარგლებში   მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავების შესახებ ორდღიანი სემინარი გაიმართა. სემინარი ორგანიზებული იყო „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ ფარგლებში და განხორციელდა PEM Gmbh-ის, Intecus-სა და Gamma-ს მიერ, საქართველოს მყარი   ნარჩენების   მართვის   კომპანიასთან   და   საქართველოს   გარემოსა   და   ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით.   ნარჩენების მართვის კოდექსის მიღებასთან [...]

გურჯაანში ძველი მუნიციპალიური ნაგავსაყრელი სტანდარტების შესაბამისად დაიხურა

2016-11-28T08:41:48+00:00

გურჯაანში ძველი მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები დასრულდა. ადგილზე არსებული ვითარება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, USAID- ის წარმომადგენელთან, გოჩა ლობჟანიძესთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, გივი გერგიძესთან   ერთად დაათვალიერა. USAID- ის მიერ დაფინანსებული პროექტის – “ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ ფაგლებში შემუშავდა გურჯაანის მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების პოლიგონის დახურვის გეგმა. [...]

სემინარი მყარი ნარჩენების მართვის თემაზე

2016-11-28T08:42:06+00:00

15/09/2016 საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის სახელით, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) მიერ დაფინანსებული პროექტის, "ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის" ფარგლებში, გერმანულმა საკონსულტაციო კომპანია PEM Consultant-მა რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სემინარი გამართა. სემინარი სპეციალურად ჟურნალისტებისთვის მომზადდა და ზოგად მიმოხილვასთან ერთად, მოიცავდა ინფორმაციას საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის სისტემაში, ამჟამად არსებული ვითარების, გამოწვევებისა და მიზნების შესახებ. სემინარის მონაწილეებს [...]

“სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა”

2016-10-17T12:25:29+00:00

13/08/2016 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ აგრძელებს აქციას „სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“. კამპანიის ფარგლებში, აქციის მონაწილეებმა კასპის მუნიციპალური ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიროტია დაასუფთავეს. ღონისძიებაში „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორის მოადგილე, დავით ჭავჭანიძე და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გოჩა გოჩიტაშვილი თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ. აქციას, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ღონისძიების მონაწილეებმა კასპის [...]

გორში ნაგავსაყრელის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასრულებულია

2016-10-17T12:27:48+00:00

11/08/2016 გორის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა. რეაბილიტირებული პოლიგონი საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, დავით ონიაშვილთან და ქ.გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან, გიორგი რაზმაძესთან ერთად დაათვალიერა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ გორის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე, კეთილმოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი 2014 წელს ჩაატარა. ნაგავსაყრელის სწორი [...]

ქვემო ქართლში ახალი, რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული დეტალები განიხილეს.

2016-11-30T08:00:40+00:00

25/07/2016 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მერაბ თოფჩიშვილს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო ქვემო ქართლში ახალი, რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული დეტალები. შეგახსენებთ, რომ ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი გულისხმობს მყარი ნარჩენების მართვის გარემოსა და და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო ინტეგრირებული სისტემის განვითარების ხელშეწყობას [...]