Uncategorized @ka

მცხეთა-მთიანეთს ნარჩენების ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ურნები გადაეცა

2018-06-27T10:55:32+00:00

27/06/2018 - მცხეთის მუნიციპალიტეტში 300 ერთეული, ხოლო მთლიანად რეგიონში ჯამში 550 კონტეინერი გადანაწილდება. ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონი  ევროსტანდარტების შესაბამისი 10 000 ახალი ურნით ეტაპობრივად აღიჭურვება, რაც რეგიონებსა და ტურისტულ ზონებში დასუფთავების სერვისის, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი მცხეთის [...]

ქართულმა მხარემ სახიფათო ნარჩენების მართვის სფეროში შვედეთის გამოცდილება გაიზიარა

2018-06-04T11:54:43+00:00

04/06/2018 - შვედეთში სახიფათო ნარჩენების მართვის სფეროს შესახებ სასწავლო ტური გაიმართა. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა,  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან , ნოდარ კერესელიძესთან  ერთად სტოკჰოლმში შვედი კოლეგების გამოცდილება გაიზიარა. სასწავლო ტურის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში არსებული შესაძლებლობების გაძლიერება, მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის EPR, სახიფათო და ბიოდეგრადირებადი ნარჩენების მართვის [...]

რეგიონებში ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი ურნები დარიგდება

2018-05-29T09:38:07+00:00

29/05/2018 - საქართველოს რეგიონებში ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი ურნები დარიგდება. ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, ჯამში მუნიციპალიტეტებში 10 ათასი კონტეინერი გადანაწილდება, რაც რეგიონებსა და ტურისტულ ზონებში სისუფთავის შენარჩუნებასა და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი თელავში, კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილესა და [...]

დასუფთავების აქციები გრძელდება

2018-05-03T11:44:40+00:00

04/04/2018 - შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“  ქუთაისის ა(ა)იპ „ სპეციალური სერვისებითან“ ერთად ქუთაისში დასუფთავების აქციებს აგრძელებს. აქციის მონაწილეებმა ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე არსებული სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის პარკების, ბოთლებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაასუფთავეს. დასუფთავების აქციაში მონაწილეობას შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა“ და ქუთაისის ა(ა)იპ „ სპეციალური სერვისების“ თანამშრომლები, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იღებდნენ. [...]

დასუფთავების აქცია ქუთაისში

2018-03-22T07:20:58+00:00

20/03/2018 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ ქუთაისის ა(ა)იპ „ სპეციალურ სერვისებთან" ერთად ქუთაისში დასუფთავების აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა ნიკეას ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. ქუთაისის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებით ხელი შეეწყობა რეგიონში ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. დასუფთავების აქციას ქუთაისის მერი  გიორგი ჭიღვარია, ვიცე მერი გიორგი [...]

პოლონელები რუსთავის ნაგავსაყრელზე არსებულ მდგომარეობას გაეცნენ

2017-10-09T09:43:35+00:00

09.10.2017 – საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მოადგილეებმა, ვახტანგ ბარამიამ და დავით ჭავჭანიძემ,  პოლონეთის მუნიციპალური ნარჩენების მართვის კომპანიების პრეზიდენტების ნაციონალური ფორუმის დელეგაციასთან ერთად, რუსთავის ნაგავსაყრელი მოინახულეს. პოლონური მხარე საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ მდგომარეობას გაეცნო. რუსთავის ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის სამუშაოები 2016 წლის დეკემბერში დასრულდა. დაიხურა ძველი უჯრედი და ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი უჯრედი მოეწყო. პოლონეთის [...]

გიორგი შუხოშვილი პოლონეთის მუნიციპალური ნარჩენების მართვის კომპანიების პრეზიდენტების ნაციონალური ფორუმის დელეგაციას შეხვდა

2017-10-06T10:15:12+00:00

10/06/2017 - მუნიციპალური ნარჩენების მართვის კომპანიების პრეზიდენტების ნაციონალური ფორუმის დელეგაცია საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.  დელეგაციის წარმომადგენლებსა და ნაციონალური საბჭოს პრეზიდენტს, ვოიჩეხ იანკას, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი და მისი მოადგილეები შეხვდნენ. მხარეებმა ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. მუნიციპალური ნარჩენების მართვის კომპანიების პრეზიდენტების ნაციონალური ფორუმი პოლონეთში დაფუძნდა, რომელსაც 240 [...]

ბაკურიანის ნაგავსაყრელი შესაბამისი სტანდარტებით დაიხურა

2017-08-17T06:52:12+00:00

17/08/2017 - ბაკურიანში  ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები დასრულებულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით არსებული ნაგავსაყრელების რაოდენობის შემცირებას.  წინასწარი კვლევის საფუძველზე, შემუშავდა არსებული ნაგავსაყრელების დახურვის გეგმა. ამ გეგმის ფარგლებში, კომპანიამ შეაჩერა გარკვეული ნაგავსაყრელების ოპერირება და დაიწყო მათი ეტაპობრივი დახურვა შესაბამისი სტანდარტებით. ამ გეგმის გათვალისწინებით დაიხურა ბაკურიანის არსებული ნაგავსაყრელიც, რომელიც [...]

ნარჩენების გადამტვირთი ახალი სადგური მესტიაში

2017-07-14T07:29:53+00:00

17/07/2017 - მესტიაში ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ    მესტიაში მოაწყო ნარჩენების გადამტვირთი თანამედროვე სადგური, რომელიც  გულისხმობს მუნიციპალიტეტების მიერ შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების დიდ კონტეინერში ჩატვირთვას და სპეციალური გადამტვირთი მანქანებით მათ რეგულარულ ტრანსპორტირებას  ზუგდიდის  კეთილმოწყობილ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე. აღნიშნული სამუშაოები ხელს შეუწყობს  ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. [...]

ბორჯომში ნარჩენების გადამტვირთი სადგური მოეწყო

2017-06-23T06:57:36+00:00

23.06.2017 - ბორჯომისა და ბაკურიანის მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ  ბორჯომის მუნიციპალური ნაგავსაყრელი სტანდარტების შესაბამისად  დახურა. სტანდარტების შესაბამისად  დაიხურება ბაკურიანის არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელიც. აღნიშნული მუნიციპალიტეტებისთვის ქ.ბორჯომში მოეწყო ნარჩენების გადამტვირთი სადგური, რომელიც გულისხმობს მუნიციპალიტეტების მიერ შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების დიდ კონტეინერში ჩატვირთვას და სპეციალური გადამტვირთი [...]

ნარჩენების მართვის ახალი სისტემა კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში

2017-06-14T12:31:08+00:00

13/06/2017- „კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის“ პროექტის ფარგლებში   სასტუმრო „ამბასადორ კაჭრეთში“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ,, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის’'ფარგლებში დაგეგმილი ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს . პროექტი გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და გულისხმობს ახალი,  ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის, კომპოსტირების [...]

კახეთი/სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისთვის ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი მოეწყობა

2017-05-17T11:39:14+00:00

17/05/2017- კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისთვის, ნარჩენების ინტეგრირებული მართვის ტექნიკურ-ეკონომიკური  კვლევის ანგარიშის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი მატკავა,  საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი,  გიორგი შუხოშვილი, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW)  პროექტის კონსულტანტი და  მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. KfW გერმანიის განვითარების ბანკი   საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის სიტუაციის გაუმჯობესებაში ეხმარება. [...]