Monthly Archives: მარტი 2014

დავით ნარმანიამ ეკოლოგიის უსაფრთხოების დოქტრინის განხილვაში მიიღო მონაწილეობა

2014-03-25T15:33:56+00:00

დღეს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზის ორგანიზებით, ეკოლოგიის უსაფრთხოების დოქტრინის განხილვა მოეწყო. აღნიშნულ ღონისძიებას  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია ესწრებოდა. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ეკოლოგიური საფრთხეებისა და  მათი განეიტრალების სტრატეგიებისა და მეთოდების შესახებ.განსახილველ საკითხებს შორის იყო ეკოლოგიურად სუფთა საკვებით უზრუნველყოფის პრობლემები, დასუფთავება და ნარჩენების უტილიზაცია და სხვა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოში [...]

იტალიელები მყარი ნარჩენების გადამუშავებით დაინტერესდნენ

2014-03-24T15:32:19+00:00

მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობით საქართველოში იტალიური ბიზნესორგანიზაციაც დაინტერესდა. აღნიშნულ საკითხზე სამუშაო შეხვედრა დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ კომპანია „ENTSORGA“-ს წარმომადგენლები, მინისტრის მოადგილე გიორგი სოლომონია, ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ სუდაძე, შპს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანის“ დირექტორი გიორგი შუხოშვილი და სხვები. იტალიურმა ბიზნესორგანიზაციამ ქართულ მხარეს მათი საქმიანობის სფერო და [...]

„ნარჩენების მართვის კოდექსი“-ს საჯარო განხილვა

2014-03-18T15:30:22+00:00

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში „ნარჩენების მართვის კოდექსი"-ს საჯარო განხილვა გაიმართა. განხილვაში მონაწილეობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მრჩეველმა, იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გარემოს დაცვის განყოფილების უფროსმა, ევროკავშირის წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა მიიღეს. „ნარჩენების მართვის კოდექსი“ ითვალისწინებს ნარჩენების მართვის სფეროში იურიდიული საფუძვლების შექმნის ისეთი ღონისძიებების დანერგვას, [...]

თელავის ნაგავსაყრელი ექსპლუატაციაში შევიდა

2014-03-04T15:29:01+00:00

პოლიგონზე განთავსებულია თიხოვანი გრუნტის მარაგი, რომლითაც შეტანილი ნარჩენების გადაფარვა მოხდება. ამასთან, პერმანენტულად ხდება გადანაყრებისა და საიზოლაციო ფენის შემკვრივება ვიბროსატკეპნის მეშვეობით. თელავის მოწესრიგებული ნაგავსაყრელი დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან, გიორგი შუხოშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოინახულა. ნაგავსაყრელი მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას საკუთრებაში 2013 წელს გადაეცა და [...]

დავით ნარმანიამ, გიორგი შუხოშვილმა და KfW-ს წარმომადგენლებმა 22 მილიონი ევროს განკარგვის შესახებ „განსაკუთრებულ შეთანხმებას“ მოაწერეს ხელი

2017-04-19T01:34:45+00:00

„ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი“ გულისხმობს 2016 წლის ბოლომდე ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობას ქუთაისში და ძველი ნაგავსაყრელის ევროპული სტანდარტების შესაბამისად დახურვას. პროექტში, ასევე, გათვალისწინებულია ტექნიკური დახმარების კომპონენტი, რაც კომპანიის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, შესაბამისი პროგრამების დაფინანსებას მოიცავს.  მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში ახალი ნაგავსაყრელების მშენებლობის მიზნით შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური [...]

„განსაკუთრებულ შეთანხმებას“ მოეწერა ხელი

2014-03-02T22:34:10+00:00

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკისა (KFW) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის „განსაკუთრებულ შეთანხმებას“ მოეწერა ხელი. აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ განხორციელებას, რომლის პირობების ფარგლებშიც მოხდება პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი 22 მილიონი ევროს განკარგვა. „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი“ გულისხმობს 2016 [...]