ქუთაისის აქამდე პრობლემურ ნაგავსაყრელზე 400 ძირი ხე დაირგო
waste_gov_en 2014-10-22T18:09:05+00:00ქუთაისის აქამდე პრობლემურ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე, რომელიც ნიკეას ქუჩაზე მდებარეობს, 22 ოქტომბერს, ხის დარგვის საერთაშორისო დღეს, კიპარისისა და ვერხვის ჯიშის 400 ძირი ხე დაირგო. ხეების ეს რიგი, რომელიც ქალაქის ამ ნაწილში ქარსაცავი ზოლის ფუნქციასაც შეასრულებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და შ.პ.ს. „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ გადაწყვეტილებით გაშენდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამ [...]