სამუშაო შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებთან

სამუშაო შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებთან

დღეს, სამუშაო შეხვედრა გაიმართა შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს შორის.   შეხვედრაზე განხილული იყო ქვემო ქართლში ახალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი რეგიონული  სანიტარული ნაგავსაყრელის ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების დოკუმენტის მომზადება-წარდგენის დეტალები. ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების დოკუმენტის საფუძველზე 2015 წლიდან განხორციელდება ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის სამშენებლო და არსებული ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები. პროექტის დასრულება დაგეგმილია 2017 წლის დასაწყისისთვის.
შეხვედრაზე, აგრეთვე, განიხილეს მომავლისთვის დაგეგმილი პროექტების – მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის რეგიონებში ახალი ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელების მშენებლობის პროექტების ტექნიკური დეტალები.
მხარეებმა, ასევე, იმსჯელეს ახალი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
2014-10-15T18:06:46+00:00