სიახლეები

სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენის განთავსების ობიექტის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გამოსცა

2023-02-15T14:54:26+00:00

15/02/2023 - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ “გარემოს ეროვნულმა სააგენტომ” 2023 წლის 7 თებერვალს სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გამოსცა.  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“, “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II”-ის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი [...]

ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2023-02-14T13:22:49+00:00

14/02/2023 - ქალაქ რუსთავში, “ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის პროექტის” ფარგლებში,  ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ქვემო ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, პროექტის მნიშვნელობაზე, უკვე განხორციელებულ სამუშაოებსა და პროექტის ფარგლებში  დაგეგმილ [...]

ქვემო ქართლის რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვა 21 თებერვალს გაიმართება (ფინანსური მხადაჭერა: EBRD,SIDA)

2023-02-21T20:51:20+00:00

23/01/2023 - „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის“ ფარგლებში, ქვემო ქართლის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების(გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაიმართება. საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 2023 წლის 21 თებერვალი 11:00 საათი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფ. წინწყაროს სარიტუალო დარბაზი; 2023 წლის 21 თებერვალი 15:00 საათი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფ. შავსაყდარის საჯარო სკოლა. [...]

ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები და სპეციალური აღჭურვილობა თელავისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებს გადაეცა

2023-02-21T20:52:59+00:00

04/12/2022 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“, "მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის” ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტს გადასცა ნარჩენების შესაგროვებელი 20 კუბური მეტრის მოცულობის სპეციალური მანქანა და 559 ერთეული სხვადასხვა ზომის კონტეინერი, ხოლო თელავის მუნიციპალიტეტს - ნარჩენების შესაგროვებელი 944 ერთეული სხვადასხვა ზომის კონტეინერი. მუნიციპალიტეტებს, ასევე, გადაეცათ მეეზოვეების ორი სეზონის [...]

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა

2024-02-01T10:28:55+00:00

13/10/2022 – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი 1100-ლიტრიანი 1104 კონტეინერი და ქუჩის 568 ურნა გადასცა. ასევე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ზუგდიდის, წალენჯიხის, მარტვილისა და სენაკის მუნიციპალიტეტებისთვის 4 ერთეული 20 მ3-ის მოცულობის ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური მანქანების გადაცემა. ახალი აღჭურვილობა საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორ, გიორგი [...]

ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამუშაო ჯგუფის შეხვედრას გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) წარმომადგენლები დაესწრნენ

2024-02-01T10:59:02+00:00

11/10/2022 – “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის“ (ISWM II) ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW), პროგრამის განმახორციელებელი საკონსულტაციო კომპანიებისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეებმა განიხილეს პროგრამის ფარგლებში შემუშავებული მუნიციპალიტეტებში ნარჩენების შეგროვება-დასუფთავების ხარჯების გამოთვლის მეთოდოლოგია. “მყარი [...]

სენაკის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი 350 ერთეული 1100-ლიტრიანი კონტეინერი გადაეცა

2024-02-01T11:11:53+00:00

17/09/2022 – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების შესაგროვებელი ახალი 1 100-ლიტრიანი კონტეინერების გადაცემას განაგრძობს. “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები” ფარგლებში სენაკის მუნიციპალიტეტს 350 კონტეინერი გადაეცა. პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური [...]

ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს ნარჩენების შესაგროვებელი ახალი კონტეინერები გადაეცათ

2024-02-01T10:47:42+00:00

10/09/2022- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების შესაგროვებელი, პლასტმასის 1 100 ლიტრიანი კონტეინერების მიწოდება დაიწყო. პირველ ეტაპზე, 440 კონტეინერი ხობისა და წალენჯის მუნიციპალიტეტებს გადაეცათ. სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტები პროექტ “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები” ფარგლებში დამატებით ეტაპობრივად, გეგმის მიხედვით [...]

გურია დამსვენებლებს მოვლილი სანაპირო ზოლით ხვდება

2022-08-04T06:51:27+00:00

04/08/2022 - გურიის რეგიონის შავი ზღვის სანაპირო ზოლის მოწესრიგებისა და დასუფთავების სამუშაოებისთვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინსფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” მიერ 180-მდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.  კომპანიამ სანაპირო ზოლის მოვლის სამუშაოების ხარისხისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით,  დამატებით  ქვიშის საცრელი 3 სპეციალური მანქანა-დანადგარი (Beach Tech) და 3 ახალი ტრაქტორი შეიძინა. გრიგოლეთში აღნიშნული სამუშაოები  [...]

იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობა-ექსპლუატაციაზე სკოპინგის დასკვნა გამოქვეყნდა

2022-07-22T12:55:58+00:00

22/07/2022 - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისთვის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობა-ექსპლუატაციის შესახებ სკოპინგის დასკვნა გამოაქვეყნა. შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” მიერ ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობა დაგეგმილია “ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის” პროექტის ფარგლებში. სკოპინგის დასკვნის საფუძველზე მომზადდება ახალი ობიექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების [...]

“მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის” (ISWM II) ფარგლებში, ზუგდიდში, მონიტორინგის კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა

2022-06-30T12:39:53+00:00

29/06/2022 – საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ინიციატივით, ქალაქ ზუგდიდში, „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის - კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში” ფარგლებში, მონიტორინგის კომიტეტის (MC) პირველი შეხვედრა ჩატარდა. მონიტორინგის კომიტეტის (MC) მთავარ მიზანს წარმოადგენს, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის საქმიანობის მონიტორინგი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან [...]

კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტები ნარჩენების შესაგროვებელი და დასუფთავების სპეციალური ტექნიკით აღიჭურვება (დონორი – KfW)

2022-06-29T08:52:28+00:00

29/06/2022 - “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის” (ISWM II) ფარგლებში, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის 17 მუნიციპალიტეტი ნარჩენების შესაგროვებელი სხვადასხვა ზომისა და მოცულობის სპეციალური მანქანებითა (74 ერთეული) და კონტეინერებით (12 019 ერთეული) აღიჭურვება; ასევე, ზუგდიდისა და თელავის მუნიციპალიტეტები ქაღალდისა და მუყაოს სეპარირებული შეგროვების საპილოტე პროექტის განხორციელებისთვის სპეციალური ტექნიკით მომარაგდება. აღნიშნული აღჭურვილობის შესასყიდად გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო [...]