მიმდინარეობს გვერდის განახლება!

Uncategorized @ka

ხეილ გოგოლიძე თეთრიწყაროში, მარნეულსა და ბოლნისში ნარჩენების განთავსების ობიექტებზე არსებულ ვითარებას გაეცნო

2025-11-17T13:47:17+00:00

„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი მიხეილ გოგოლიძე ქვემო ქართლში იმყოფებოდა.  კომპანიის დირექტორი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ წინწყაროს მიმდებარედ, რეგიონული, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ახალი ობიექტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის“ ფარგლებში შენდება. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.  ობიექტი, 29 წლის განმავლობაში,  5 მუნიციპალიტეტს: [...]

მიხეილ გოგოლიძემ სიმონ გულედანთან სამუშაო შეხვედრა გამართა

2025-11-17T13:26:50+00:00

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, მიხეილ გოგოლიძემ შიდა ქართლში არსებული ნაგავსაყრელების ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტებით ჩანაცვლების საკითხი     შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილა. მიხეილ გოგოლიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ  დღის წესრიგში დგას ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის აუცილებლობა. საერთაშორისო სტანდარტების ნარჩენების მართვის ობიექტი უზრუნველყოფს მიწისქვეშა წყლების, [...]

მიხეილ გოგოლიძემ კახეთის რეგიონში არსებული ნარჩენების განთავსების ობიექტები დაათვალიერა

2025-11-17T12:48:32+00:00

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი მიხეილ გოგოლიძე კახეთის რეგიონში მდებარე ნარჩენების განთავსების ობიექტებზე არსებულ მდგომარეობას ადგილებზე გაეცნო. მიხეილ გოგოლიძე საგარეჯოს, თელავის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალური ნაგავსაყრელებზე და ყვარელში მდებარე გადამტვირთავ სადგურზე იმყოფებოდა. ნაგავსაყრელზე ოპერირება ხორციელდება დადგენილი წესით. ტერიტორია სრულად შემოღობილია, კონტროლდება და ყოველდღიურად იფარება საიზოლაციო მასალით. აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში აღნიშნულ მუნიციპალურ ნაგავსაყრელებს [...]

ფოთის არსებული ნაგავსაყრელის დახურვა და ნარჩენების გადამტვირთავი ორი სადგურის მშენებლობის საერთაშორისო ტენდერის შედეგები

2025-07-31T09:55:31+00:00

  ქვეყანა: საქართველო   დაფინანსება: KfW  გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი საცნობარო ნომერი: BMZ201568260/KfW500772;ICBICB/W/SZS/02 პროექტი: მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები, საქართველო პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები: • მუნიციპალური მყარი ნარჩენებისთვის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა და აღჭურვა; • ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მშენებლობა და შორ მანძილზე ტრანსპორტირებისთვის აღჭურვილობის შეძენა; • ქუჩების [...]

შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის მყარი ნარჩენების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაიმართა

2025-03-28T07:13:49+00:00

14/03/2025 - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში   მყარი ნარჩენების თანამედროვე სისტემების დანერგვის მიზნით, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის განხილვა გაფართოებულ ფორმატში გამართა. კვლევა ითვალისწინებს შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებისთვის ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის დანერგვას, რაც მოიცავს ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების 2 ობიექტისა და ნარჩენების გადამტვირთავი [...]

ცენტრალური საქართველოს მყარი ნარჩენების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2025-03-28T07:14:42+00:00

08/11/2024 - ცენტრალური საქართველოს მყარი ნარჩენების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრას ესწრებოდნენ “საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს”, შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის”, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, გერმანიის საკრედიტო ბანკის, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია COWI-ის და მათი ადგილობრივი პარტნიორი კომპანიის RECC – Caucasus წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში, კვლევის განმახორციელებელმა საკონსულტაციო კომპანიამ წარადგინა [...]

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ვიზიტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არასახიფათო ნარჩენების განთავსების ახალ ობიექტზე

2024-11-12T09:20:51+00:00

12/11/2024 - “ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის” ფარგლებში, შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” წარმომადგენლებმა, მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არასახიფათო ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტი მოინახულეს. ვიზიტის მთავარი მიზანი, ქვემო ქართლის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის ადგილმდებარეობის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება იყო.  ვიზიტის მონაწილეები ადგილზე [...]

ქვემო ქართლის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი ახალი სპეციალური ტექნიკით აღიჭურვება

2024-09-27T10:41:56+00:00

27/09/2024 - შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ”, ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია GT Group-თან სპეციალური ტექნიკის შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულება გააფორმა. ქვემო ქართლის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი შემდეგი სპეციალური ტექნიკით აღიჭურვება: ბულდოზერი დამტვირთველი კომპაქტორი სატვირთო მანქანა ექსკავატორ-დამტვირთველი ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის ფარგლებში  ახალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონული [...]

თელავის ნაგავსაყრელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

2025-04-08T12:36:28+00:00

10/09/2024 - თელავის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელზე შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს პოლიგონის ზედაპირის ფორმირება, ნარჩენების გადაადგილება, ტკეპნა და მიწის საიზოლაციო ფენით გადაფარვა. ასევე, ეწყობა შიდა გზები და მიწის საიზოლაციო მარაგები (მიწის კავალიერები). რეაბილიტაცია 15 აგვისტოს დაიწყო და საწყის ეტაპზე მოიცავდა მიწის სამუშაოებს,  ნარჩენების გადაადგილებას, რამაც დროებით სუნის გავრცელება გამოიწვია. [...]

სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი ობიექტისა და გადამტვირთავი სადგურების აღჭურვილობის შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა 

2024-08-01T12:16:57+00:00

01/08/2024 -“მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის” (ISWM II) ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების აღჭურვილობის შესყიდვის მიზნით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან  (GT group, Tegeta Construction Equipment LLC), შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” ხელშეკრულება გააფორმა. ახალი ობიექტი და გადამტვირთავი სადგურები აღიჭურვება შემდეგი ტექნიკით: კომპაქტორით ბულდოზერითა Ტრაქტორით შორ მანძილზე გადამტვირთავი [...]

გურია დამსვენებლებს შავი ზღვის მოწესრიგებული სანაპირო ზოლით მასპინძლობს

2024-07-19T08:52:25+00:00

19/07/2024 - გურიის რეგიონი ახალ საკურორტო სეზონს მოწესრიგებული სანაპირო ზოლით ხვდება.  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” მუდმივად ზრუნავს დამსვენებლებისთვის სუფთა და კომფორტული გარემოს შექმნაზე. სანაპირო ზოლს კომპანიის 220 ადგილობრივი თანამშრომელი ყოველდღიურად ასუფთავებს, რისთვისაც მობილიზებულია ქვიშის საცრელი მანქანა-დანადგარები (Beach tech), ტრაქტორები და სხვა სპეციალური ტექნიკა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და [...]

ჩოხატაურის ნაგავსაყრელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბერში დასრულდება

2024-07-17T10:34:08+00:00

17/07/2024 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” ჩოხატაურის არსებული ნაგავსაყრელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს. სამუშაოების ფარგლებში, ნარჩენები იფარება საიზოლაციო ფენით,  ეწყობა შიდა გზები და მიწაყრილები (მიწის კავალიერები). სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულება. პროექტის ბიუჯეტი 176 000 ლარია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და შპს [...]