Monthly Archives: ოქტომბერი 2014

ქუთაისის აქამდე პრობლემურ ნაგავსაყრელზე 400 ძირი ხე დაირგო

2014-10-22T18:09:05+00:00

ქუთაისის აქამდე პრობლემურ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე, რომელიც ნიკეას ქუჩაზე მდებარეობს, 22 ოქტომბერს, ხის დარგვის საერთაშორისო დღეს, კიპარისისა და ვერხვის ჯიშის 400 ძირი ხე დაირგო. ხეების ეს რიგი, რომელიც ქალაქის ამ ნაწილში ქარსაცავი ზოლის ფუნქციასაც შეასრულებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და შ.პ.ს. „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ გადაწყვეტილებით გაშენდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამ [...]

მარნეულში მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

2014-10-19T18:07:46+00:00

მარნეულში მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ადგილზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაოების მიმდინარეობა დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი კობერიძემ, შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ თოფჩიშვილმა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. წლების განმავლობაში, მარნეულის მუნიციპალური ნაგავსაყრელი სტანდარტებთან შეუსაბამოდ ფუნქციონირებდა და ადგილობრივ მოსახლეობას მძიმე ეკოლოგიურ და სანიტარიულ პრობლემებს უქმნიდა. მას შემდეგ, [...]

სამუშაო შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებთან

2014-10-15T18:06:46+00:00

დღეს, სამუშაო შეხვედრა გაიმართა შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს შორის.   შეხვედრაზე განხილული იყო ქვემო ქართლში ახალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი რეგიონული  სანიტარული ნაგავსაყრელის ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების დოკუმენტის მომზადება-წარდგენის დეტალები. ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების დოკუმენტის საფუძველზე 2015 წლიდან განხორციელდება ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის სამშენებლო და არსებული ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები. პროექტის დასრულება [...]