კომენტარები სკოპინგ ანგარიშზე
რა გზით წარვადგინო შენიშვნები სკოპინგის ანგარიშზე?
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შენიშვნებისა და მოსაზრებების მოსმენა, რათა ისინი სათანადოდ იქნეს გავითვალისწინებული. საჯარო კონსულტაციების იმ ოფიციალური პროცედურის გარდა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაატარებს, სკოპინგის განცხადების სამინისტროში 5 ივნისს ოფიციალურად წარდგენის შემდეგ, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია დაინტერესებულ მხარეებს სთავაზობს სკოპინგის ინფორმაციაზე წვდომისა და შენიშვნების წარმოდგენის სხვადასხვა გზას.
სკოპინგის ანგარიშის ჩამოტვირთვა: სკოპინგის ანგარიში.pdf
სკოპინგის პრეზენტაციის ჩამოტვირთვა: სკოპინგის პრეზენტაცია.pdf
შენიშვნების ფორმის ჩამოტვირთვა: შენიშვნების ფორმა.docx
შენიშვნების შევსებული ფორმა შეგიძლიათ გააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: szs@waste.gov.ge
2020 წლის 25 ივნისამდე შემოსულ ყველა შენიშვნას საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია განსახილველად წარუდგენს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მის მიერ სკოპინგის დასკვნის გაცემამდე. თქვენ, რასაკვირველია, შეგიძლიათ საკუთარი მოსაზრებები პირდაპირ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაუგზავნოთ მას შემდეგ, რაც სამინისტრო ინფორმაციას საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს.
მათ, ვისაც არ აქვს წვდომა ინტერნეტზე ან შენიშვნების მოწოდება სხვა საშუალებით ურჩევნიათ, საკუთარი მოსაზრებების გაზიარება შემდეგი გზებით შეეძლებათ:
დაგვიკავშირდით ნომერზე:
+995-32-243 88 30 ან +995 577 30 30 69 (ორშ-პარ 10-საათიდან 18 საათამდე) და სიტყვიერად დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება. თქვენს შენიშვნებს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის თანამშრომელი ჩაიწერს და განსახილველად გადასცემს გზშ-ის გუნდს.
გაეცანით ბეჭდურ ვერსიას:
სკოპინგის ანგარიშისა და სკოპინგის პრეზენტაციის ბეჭდური ასლები ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ მისამართებზე (აქვე იქნება შენიშვნების ფორმებიც, სადაც შეგეძლებათ ჩაწეროთ თქვენი მოსაზრებები/შენიშვნები):
- სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია
საკონტაქტო პირი: ირაკლი ცანავა
მის.: 2100, ქ. ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი №45
ტელ.: (+995) 599 736 577 - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
საკონტაქტო პირი: ხატია თოდუა
მის.: 2100, ქალაქი ზუგდიდი, რუსთაველის ქ.№90
ტელ.: (+995) 595 22 15 02 - სოფ. ორულუს გამგეობის წარმომადგენელი – ვალერი პერტია
მის.: ზუგდიდი, თამარ მეფის ქუჩა №13
ტელ: (+995) 591 44 76 26
- სოფ. დიდი ნეძის გამგეობის წარმომადგენელი – გელა ფარცვანია
მის.: შოთა კიტიას ქ. №9
ტელ: (+995) 591 50 14 36
- სოფ. ცაიშის გამგეობის წარმომადგენელი – გოგა გოგია
მის.: სოფ. ცაიში, ქ.თბილისი ქ. №165
ტელ: (+995) 599 84 41 80
.
სპეციალური შენიშვნა, COVID-19-ის პანდემიის მდგომარეობის გათვალისწინებით:
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია იმედოვნებს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოახერხებს საჯარო განხილვის ჩატარებას ოფიციალური პროცედურის შესაბამისად. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ COVID-19-ით გამოწვეული პანდემიით შექმნილი მდგომარეობის გამო, საჯარო განხილვის ჩატარება შეუძლებელი იქნება, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია აუცილებლად მოაწყობს საჯარო განხილვას, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება, თუნდაც სკოპინგის ოფიცალური პროცედურის დასრულების შემდეგ. საჯარო განხილვის შედეგები ოფიციალურად გაფორმდება და გათვალისწინებული იქნება გზშ-ის ანგარიშში.