გიორგი შუხოშვილი პოლონეთის მუნიციპალური ნარჩენების მართვის კომპანიების პრეზიდენტების ნაციონალური ფორუმის დელეგაციას შეხვდა

გიორგი შუხოშვილი პოლონეთის მუნიციპალური ნარჩენების მართვის კომპანიების პრეზიდენტების ნაციონალური ფორუმის დელეგაციას შეხვდა

10/06/2017 – მუნიციპალური ნარჩენების მართვის კომპანიების პრეზიდენტების ნაციონალური ფორუმის დელეგაცია საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.  დელეგაციის წარმომადგენლებსა და ნაციონალური საბჭოს პრეზიდენტს, ვოიჩეხ იანკას, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი და მისი მოადგილეები შეხვდნენ.

მხარეებმა ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

მუნიციპალური ნარჩენების მართვის კომპანიების პრეზიდენტების ნაციონალური ფორუმი პოლონეთში დაფუძნდა, რომელსაც 240 წევრი ჰყავს და ნარჩენების მართვის სფეროში მუნიციპალიტეტებსა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს კონსულტაციებს უწევენ.

დელეგაციის წევრები საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის კუთხით  არსებულ მდგომარეობას გაეცნობიან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რუსთავის მუნიციპალური ნაგავსაყრელის მონახულებაც.

2017-10-06T10:15:12+00:00