გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ნარჩენების საკითხებზე მოსმენა გაიმართა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ნარჩენების საკითხებზე მოსმენა გაიმართა

28/03/2019 -გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებმა მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევის ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს, გრიგოლ კაციასა და შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” დირექტორს, გიორგი შუხოშვილს მოუსმინეს.

მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მხარეებმა ქვეყანაში ნარჩენების მართვის სფეროში არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს, მათ შორის -თვითმმართველობების პასუხისმგებლობის სფერო და მუნიციპალიტეტებში შემუშავებული ნარჩენების მართვის საკითხები.

„მყარი ნარჩენების მართვა თავის თავში სატარიფო პოლიტიკასაც მოიაზრებს. საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანით დაწყებული და ნაგავსაყრელზე განთავსებით დასრულებული, მთელი ეს სამუშაო უნდა აისახოს ტარიფში და ამ საკითხის რეგულირებაში საერთაშორისო პარტნიორებიც გვეხმარებიან. ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა დონეზე ამ პროცესის სწორად ორგანიზება, რაც ეფექტიანი მენეჯმენტის პირობებში, მოგვცემს იმ შედეგს, რომ მოსახლეობისთვის საფასური არ ან მხოლოდ სიმბოლურად გაიზარდოს,“ – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ კაციამ.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრების დაინტერესების საპასუხოდ, გიორგი შუხოშვილმა აღნიშნა, რომ სტიქიური ნაგავსაყრელები, ასევე ნარჩენების შეგროვება და მათი ნაგავსაყრელამდე მიტანა, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის კომპეტენციაში არ შედის, თუმცა კომპანია მუნიციპალიტეტებს ამ კუთხით ხელს უწყობს და ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფს.

2019-03-28T14:52:37+00:00