სამეგრელოს-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპატიტეტებს ნარჩენების შესაგროვებელი და დასუფთავებისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკა გადაეცა

სამეგრელოს-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპატიტეტებს ნარჩენების შესაგროვებელი და დასუფთავებისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკა გადაეცა

“მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის” (ISWM II) ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ”, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 7 მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი 11 ერთეული, 7 მ³ და 13 მ³ მოცულობის სპეციალური მანქანები გადასცა.  

კერძოდ, 

  1. სენაკის მუნიციპალიტეტს –   2 ერთეული 13 მ³ მანქანა,  
  1. ხობის მუნიციპალიტეტს – 1 ერთეული 13 მ³ მანქანა,  
  1. ფოთის მუნიციპალიტეტს –  1 ერთეული 7 მ³ და 1 ერთეული 13 მ³ მანქანა, 
  1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს  –  1 ერთეული 7 მ³ და 1 ერთეული 13 მ³ მანქანა, 
  1. წალენჯიხას მუნიციპალიტეტს  –  1 ერთეული 7 მ³ მანქანა, 
  1. აბაშის მუნიციპალიტეტს – 1 ერთეული 13 მ³ მანქანა,  
  1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტს – 2 ერთეული 13 მ³ მანქანა. 

ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ნინო ვიბლიანი და ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, ბექა ვაჭარაძე ესწრებოდნენ.

“მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II” (ISWM II)” ფარგლებში, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის 17 მუნიციპალიტეტს ჯამში უკვე გადაეცათ ნარჩენების შესაგროვებელი 12 005 ერთეული სხვადასხვა ზომისა და მოცულობის კონტეინერი და ურნ, ხოლო  74 ერთეული ნარჩენების შესაგროვებელი მანქანებისა და პიკაპის ტიპის სატვირთოების გადაცემა ეტაპობრივად ხორციელდება და მიმიდნარე წლის აგვისტოში დასრულდება.  

საპროექტო რეგიონების აღჭურვა ნარჩენების შესაგროვებელი და დასუფთავებისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკით ნარჩენების მართვის თანამედროვე სიტემის დანერგვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.  

პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული ტექნიკური საშუალებების ღირებულება 6 800,000 ევრომდე შეადგენს.

2023-04-23T09:49:33+00:00