რუსთავის ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

რუსთავის ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

27-05-2016 რუსთავში ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე არსებული ვითარება საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა დაათვალიერა.

რუსთავის ნაგავსაყრელი საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას მართვაში 2015 წელს გადმოეცა. იმ დროისთვის, ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ნაგავსაყრელზე ქალაქ რუსთავიდან და გარდაბნიდან ყოველთვიურად დაახლოებით 2 957 ტონა ნარჩენი შედის.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით არსებული მოქმედი ნაგავსაყრელების მოწესრიგებას გარემოსა და ადამიანზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით. ამ დროისთვის კომპანია კეთილმოწყობის მიზნით, რუსთავის ნაგავსაყრელზე ახორციელებს ძველი უჯრედის დახურვისა და ახალი,ევროსტანდარტების შესაბამისი უჯრედის მოწყობის სამუშაოებს.

რუსთავის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები სამ თვეში დასრულდება.

2016-05-27T07:44:42+00:00