Monthly Archives: აპრილი 2014

ამბროლაურში განახლებული ნაგავსაყრელი გაიხსნა

2014-04-24T15:37:15+00:00

შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, პარმენ მარგველიძემ, გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ასლან საგანელიძემ, გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დღეს საექსპლუატაციოდ მომზადებული ამბროლაურის ნაგავსაყრელი გახსეს. ეს ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი ნაჩენების მართვის კომპანიას“ საკუთრებაში 2013 წლის 10 მაისს გადაეცა. იმ დროისთვის პოლიგონზე რთული ვითარება იყო. წლების [...]

ქალაქ ქუთაისის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქცია

2014-04-14T15:36:16+00:00

პარასკევს 11 აპრილს  ქ.ქუთაისის ნიკეას ქუჩის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება  დასუფთავების აქცია, აქციის სახელწოდებაა „დავასუფთაოთ ქუთაისი,“ აქციაში მონაწილეობას მიიღებენ შპს„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი გიორგი შუხოშვილი და კომპანიის თანამშრომლების სრული შემადგენლობა, ქ.ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია, მერის მოადგილე ნოდარ მიქიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კირკიტაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და ქ. ქუთაისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. მოახლოებულ სააღდგომო [...]

თელავის განახლებული ნაგავსაყრელის დათვალიერება

2014-04-06T15:35:33+00:00

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ და „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა თელავის განახლებული ნაგავსაყრელი დაათვალიერეს. თელავის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი სრულად მოწესრიგდა. ნაგავსაყრელზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ნაგავსაყრელი გარემოს დაცვის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.  მოქალაქეები საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გამოწვეული საფრთხეებისგან დაცულები არიან. გარემოსა და ბუნებრივი [...]