შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, პარმენ მარგველიძემ, გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ასლან საგანელიძემ, გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დღეს საექსპლუატაციოდ მომზადებული ამბროლაურის ნაგავსაყრელი გახსეს.
ეს ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი ნაჩენების მართვის კომპანიას“ საკუთრებაში 2013 წლის 10 მაისს გადაეცა. იმ დროისთვის პოლიგონზე რთული ვითარება იყო. წლების მანძილზე მოუწესრიგებელი, დაგროვებული ნარჩენები და გაუმართავი ინფრასტრუქტურა გარემოსა და ადამიანებს ერთნაირად უქმნიდა საფრთხეს.
დღეისათვის ნაგავსაყრელზე ტერიტორია შემოიღობილია, დადგმულია სადარაჯო ჯიხური, დამონტაჟებულია სახანძრო სტენდი, დამონტაჟდა ნაგავსაყრელის მაჩვენებელი რენდერი და ამკრძალავი ნიშანი; განხორციელდა ნაგავსაყრელის ელექტროფიცირება; მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული; მდინარე რიონის ნაპირდაცვისთვის გაკეთდა გაბიონები; პოლიგონზე განთავსდა, თიხოვანი გრუნტის მარაგი, რომლითაც შემდგომში შეტანილი ნარჩენები გადაიფარება; ამასთან, მუდმივად, პერმანენტულ რეჟიმში, შრეობრივად იფარება გადანაყრები და, ვიბროსატკეპნის მეშვეობით, მკვრივდება საიზოლაციო ფენა.
ამბროლაურის ნაგავსაყრელის მოწესრიგების სამუშოები „საქართველოს მყარი ნარჩენების მართის კომპანიამ“ 2013 წლის 5 ნოემბრიდან დაიწყო.