ქალაქ ქუთაისის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქცია

ქალაქ ქუთაისის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქცია

პარასკევს 11 აპრილს  ქ.ქუთაისის ნიკეას ქუჩის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება  დასუფთავების აქცია, აქციის სახელწოდებაა „დავასუფთაოთ ქუთაისი,“ აქციაში მონაწილეობას მიიღებენ შპს„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი გიორგი შუხოშვილი და კომპანიის თანამშრომლების სრული შემადგენლობა, ქ.ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია, მერის მოადგილე ნოდარ მიქიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კირკიტაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და ქ. ქუთაისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.

მოახლოებულ სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება დაესუფთავებინა სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია.

ფართობი შეადგენს 2,5 ჰექტარს აქცია გაგრძელდება რამოდენიმე დღე.

2014-04-14T15:36:16+00:00