დმანისის მუნიციპალიტეტს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება
waste_gov_en 2015-11-28T08:30:11+00:00დღეს, გიორგი შუხოშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დმანისში არსებულ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის დასრულებული სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები დაათვალიერა. დმანისის მუნიციპალური ნაგავსაყრელი 1998 წლიდან ფუნქციონირებს; მისი ფართობი შეადგენს 10 027.00 მ² და ყოველდღიურად ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე დაახლოებით 180 მ³ ნარჩენი დმანისის მუნიციპალიტეტიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან შედის. დმანისის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ საკუთრებაში 2013 [...]